დროის ეფექტურად მართვის უპირატესობებია:
- შფოთვის შემცირება პროექტების ან ტესტების თარიღის მოახლოების წინ;
- მომატებული პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარების გაუმჯობესება;
- მეტი დრო ოჯახისთვის და მეგობრებისთვის;
- უკეთესი შესრულება სამსახურსა და სკოლაში;
- მეტი შესაძლებლობა დასვენებისა და განტვირთვისთვის .
ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც მშობლებს შეუძლიათ დროის მართვის უნარების სასწავლებლად:
თინეიჯერებს, როგორც წესი, საკმაოდ სტრუქტურირებული დღის წესრიგი აქვთ. მათი სასკოლო დღე და სკოლის შემდგომი აქტივობებიც უკვე დაგეგმილია (სხვათა მიერ). შედეგად, მათი უმრავლესობა ვერ სწავლობს, როგორ მართოს დრო გონივრულად.
ქვემოთ მოყვანილია ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგათ, რათა ასწავლოთ თქვენს თინეიჯერს დროის მართვის ძირითადი უნარები:
მიეცით დროის მართვის მაგალითი. თუ ყოველთვის იგვიანებთ ან საქმეების შესრულების ვადებს სცდებით, თქვენი შვილიც იმავეს ისწავლის. მართეთ თქვენი საკუთარი დრო გონივრულად და მიეცით შვილს მაგალითი.
მიეცით დროის მართვის ხელსაწყოები. იქნება ეს დღიური, სადაც თქვენი შვილი ყველაფერს ჩაწერს, თუ აპლიკაცია, რომელიც თქვენი შვილის დღის წესრიგს მართავს, დაეხმარეთ თქვენს თინეიჯერს მისთვის საუკეთესო დამხმარის პოვნაში, ესაუბრეთ გეგმის შედგენისა და შესასრულებელი საქმეების პრიორიტეტული სიების გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დაეხმარება მისი დროის გონივრულად განაწილებაში.
წაახალისეთ, ჩამოწეროს მისი გრაფიკი. თქვენი თინეიჯერის დრო შესაძლოა მარტივად წაიღოს ვიდეო თამაშებმა ან სოციალურმა მედიამ, თუ ის ფრთხილად არ იქნება. ამიტომ, ასწავლეთ გრაფიკის შედგენა, სადაც აღრიცხავს სავარაუდო დროებს სამუშაოსთვის, საშინაო დავალებებისთვის და სხვა პასუხისმგებლობებისთვის. წაახალისეთ, რომ დაინიშნოს თავისუფალი დროც, რათა არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახალისოს არაფერს აკეთებს.
დაეხმარეთ აქტივობებისთვის პრიორიტეტების მინიჭებაში. მოსწავლეებს ხშირად აქვთ კონფლიქტი საკუთარ გრაფიკში. კალათბურთის მატჩი, დაბადების დღე და საეკლესიო აქტივობა შესაძლოა დაემთხვას ერთმანეთს. ესაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მიანიჭოს პრიორიტეტები აქტივობებს მისი ღირებულებებიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე.
წაახალისეთ რუტინის შემუშავება. ჯანსაღი ჩვევების მეშვეობით, მას დროის დაკარგვა არ მოუწევს იმაზე ფიქრში, რა უნდა გააკეთოს შემდეგ.
თავი არიდეთ წუწუნს. შეიძლება ყოველთვის გსურდეთ ახსენებდეთ შვილს, მაგრამ ეს ამცირებს მის პასუხისმგებლობას. დაადგინეთ წესები თქვენი მოლოდინების შესახებ და მიჰყევით მათ, შესაბამისი შედეგებით საჭიროების შემთხვევაში. მომავალში თქვენი შვილი უკეთ ისწავლის დროის მართვას.
დააწესეთ შეზღუდვები საეკრანო დროზე. თქვენმა თინეიჯერმა შეიძლება უთვალავი საათი გაატაროს სოციალურ მედიაში ან ვიდეო თამაშებში. დააწესეთ წესები და ჩამოუყალიბეთ მობილური ტელეფონისა და სხვა ციფრული მოწყობილობების გამოყენების ჯანსაღი ჩვევები.
წაახალისეთ ის მიზნების დასახვაში. ესაუბრეთ თქვენს თინეიჯერს იმ პირადი მიზნების შესახებ, რომლის მიღწევა სურს. შემდეგ, დაეხმარეთ მას, დაადგინოს რამდენი დრო დასჭირდება ამ მიზნის მისაღწევად სამუშაოდ ყოველდღიურად. მიზნების დასახვა კარგი გზაა დროის მართვის უნარების განსავითარებლად.
წაახალისეთ, პრაქტიკაში გამოიყენოს დროის მართვის უნარები. იქნება დღეები, როცა სწორად ვერ გათვლის დროს ან დაივიწყებს დედლაინს. დაეხმარეთ, რომ ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე და გახსოვდეთ, რომი ერთ დღეში არ აშენებულა.
წყარო: https://www.verywellfamily.com/teaching-time-management-skills-to-teens-2608794