Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა იწვევს ტუჩებისა და კანის სიმშრალეს ორსულობის დროს?

გაუწყლოვნება

თქვენს ორგანიზმს ორსულობის დროს ნაყოფის ზრდის პარალელურად მეტი რაოდენობით სითხე სჭირდება. თუ არ დალევთ საკმარის წყალს, შესაძლებელია გქონდეთ გაუწყლოვნების სიმპტომები, მაგალითად კანისა და ტუჩების სიმშრალე.

ორსულობას ხშირად თან ახლავს ღებინება, რომელიც ასევე ზრდის გაუწყლოვნების ალბათობას. მძიმე  „დილის გულისრევები“  ხელს უშლის სითხის შეწოვას და შეიძლება გახდეს კანისა და ტუჩების გამოშრობის მიზეზი.

სისხლის გაზრდილი მოცულობა

ნაყოფის განვითარებისთვის დედის ორგანიზმი მეტ სითხეს და სისხლს აწარმოებს, ზოგჯერ სისხლის მოცულობა 50%-ით მაღალია არაორსულებთან შედარებით. ეს აიძულებს თირკმლებს უფრო მეტ მუშაობას, რაც იწვევს გახშირებულ შარდვას და შესაძლოა გაუწყლოვნებას, რასაც საბოლოოდ კანის სიმშრალემდე მივყავართ.

ორგანიზმში წყლის შეკავება

ორსულობის დროს ჰორმონ ვაზოპრეზინის მომატება იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას, რისი შედეგიცაა შეშუპება, შებერილობა და კანის დაჭიმვა/სიმშრალე.

სხეულის ფორმებისა და ზომის შეცვლა

ესეც იწვევს კანის დაჭიმვას, ქავილსა და სიმშრალეს.

რა შემთხვევაშია შემაშფოთებელი კანის სიმშრალე ორსულობის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ორსულობის დროს კანის სიმშრალე მოსალოდნელია, ზოგჯერ ეს შეიძლება მიუთითებდეს უფრო სერიოზულ პრობლემაზე, მაგალითად გესტაციურ დიაბეტზე ან რკინადეფიციტურ ანემიაზე. ამიტომ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შეგაწუხებთ კანის სიმშრალე.

როგორ გავუმკლავდეთ კანის სიმშრალეს ორსულობის დროს?

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე;
  • იბანავეთ ნელთბილი წყლით.
  • დღეში ორჯერ მაინც წაისვით დამატენიანებელი, ეს გამოგადგებათ სტრიების თავიდან ასაცილებლადაც.
  • მოერიდეთ მზეს.
  • ჩაიცვით ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი.

ორსულობის დროს უსაფრთხო ინგრედიენტები მშრალი კანისთვის

  • კაკაოს კარაქი ქმნის ბარიერს თქვენს კანზე, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას.
  • ქოქოსის ზეთი ეფექტურად ატენიანებს ძალიან მშრალ კანს.
  • პეპტიდები ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.
  • ადგილობრივი გამოყენების ჰიალურონის მჟავას შეუძლია წყლის მოლეკულების შეკავება, რაც კანს დატენიანებაში ეხმარება.

ორსულობის დროს მოერიდეთ შემდეგ ინგრედიენტებს:

  • ფორმალდეჰიდი. დაკავშირებულია სიმსივნესთან და ნერვული სისტემის პრობლემებთან.
  • სალიცილის მჟავის მაღალმა დოზამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფის განვითარებას.
  • ჰიდროქინონი. არ არის საკმარისი მტკიცებულებები მის უსაფრთხოებაზე ორსულობის დროს. ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ მოერიდებით.
  • ფტალატები ზრდის მკვდრადშობადობის და გესტაციური დიაბეტის რისკს.
  • რეტინოიდები არ არის უსაფრთხო ნაყოფისთვის და ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5