რეალურად, არა. როგორც კი ქალის სხეული დაიწყებს ორსულობის ჰორმონის ქორიონული გონადოტროპინის წარმოებას, მისი მენსტრუალური ციკლი შეწყდება.
თუმცა შესაძლებელია ორსულობის დროს გქონდეთ მსუბუქი სისხლდენა იმ დღეებში, როცა ადრე მენსტრუაცია გქონდათ. (გაითვალისწინეთ, რომ გამონადენი უნდა იყოს მცირე და არა მენსტრუაციის მსგავსი). ორსულობის დასაწყისში ასეთი გამონადენი ხშირია და ამის მიზეზი პლაცენტის განვითარებაა. მას შემდეგ, რაც ემბრიონი თქვენს საშვილოსნოს მიემაგრება, პლაცენტის უჯრედები და ქსოვილები იწყებს ზრდას. მაგრამ სანამ პლაცენტა საკმარისად არ ჩამოყალიბდება იმისთვის, რომ გახდეს თქვენი ბავშვის მთავარი მასაზრდოებელი, თქვენი სხეული მუშაობს, რათა მოამარაგოს ნაყოფი საჭირო ნივთიერებებითა და ჟანგბადით.
ორსულობის დაახლოებით 6 კვირისთვის, პლაცენტა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მთელი შრომა მან გაწიოს ნაყოფის გამოსაზრდელად. სწორედ ამ დროს შესაძლებელია გქონდეთ მცირე სისხლიანი გამონადენი.
სამწუხაროდ, სისხლდენა ზოგჯერ შეიძლება იყოს მუცლის მოშლის პირველი ნიშანი. ამ დროს გამონადენი ხანდახან მენსტრუაციის მსგავსია, მაგრამ როგორც წესი, უფრო ბევრია და თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი.
ბუნებრივია, რომ ღელავდეთ ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენის გამო და აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ. ორსულობის ადრეულ ვადაზე, მიუხედავად იმისა, რომ სისხლდენა ხშირად არ არის სანერვიულო, თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სისხლის ტესტი ორსულობის ჰორმონის დონის შესამოწმებლად ან საჭიროდ ჩათვალოს ექოსკოპიის გაკეთება.
წყარო: www.babycenter.com