პარტნიორის კონტენტი

ფაგიო არის კომპანია „ბიოქიმფარმი“-ს პრეპარატი, რომელმაც მთელი საქართველოს დედების გულები დაიპყრო და ყველა ოჯახში გამოიყენება. ფაგიო დედებს იმიტომ უყვართ, რომ ის არის მათი დამხმარე ისეთ რთულ სიტუაციებში, როგორიც არის ბავშვებში ხშირი ავადობა, გაციება და სხვა. ფაგიო უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა სააფთიაქო ქსელში.
„ბიოქიმფარმი“ ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგის (ფაგის) პრეპარატებს. ფაგის პრეპარატები დღესდღეობით წარმოადგენს ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ფლობს 2 საერთაშორისო პატენტს, ახორციელებს ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში, გააჩნია თითქმის 100 წლიანი გამოცდილება ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. ახლად მოდერნიზებული საწარმოს გაზრდილი წარმადობა, ყოველწლიურად 30 მილიონი ფაგიოს ფლაკონისა და სპრეის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
გიზიარებთ 3 მთავარ უპირატესობას, თუ რას გულისხმობს ევროპული სტანდარტით წარმოებული პრეპარატები:
❶ საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული სტანდარტი განაპირობებს პროდუქტის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელსაც მომხმარებლები მთელ მსოფლიოში ენდობიან;
❷ ევროპული სტანდარტი ხელს უწყობს ჯანსაღი კონტროლის სისტემას, რაც გულისხმობს სისუფთავისა და სანიტარული სტანდარტების დაცვის განსაკუთრებულად მაღალი დონის უზრუნველყოფას;
❸ აღნიშნულ ევროპულ სტანდარტს უზრუნველყოფს, როგორც სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და საწარმოო დანადგარები, ასევე მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც გავლილი აქვთ ათასობით საათის მომცველი ინტენსიური სწავლება და პრაქტიკა;
ასევე გაცნობებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს – ფაგიოს ფლაკონი ადგილობრივ აფთიაქებში განახლებული, უფრო მოსახერხებელი, შეფუთვით უკვე დაბრუნდა:
► გაუმჯობესებული თავსახურის საცობი, თითის ერთი მოძრაობით, მარტივად ეხსნება ფლაკონს, რაც მას მოსახმარად უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

2021-2023 წელს კომპანიამ ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცია და გადაიარაღება განახორციელა. 17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, „ბიოქიმფარმი“ გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საწარმო აღჭურვილია ევროპული და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული მომწოდებლების დანადგარებით, საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით.