Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

თუ თქვენი პატარა გამოხატავს წიგნების მიმართ ინტერესს – იცის, როგორ დაიჭიროს წიგნი, როგორ გადაშალოს, როგორ „წაუკითხოს“ თავის თავს თუ თოჯინას ან უკირკიტოს ილუსტრაციებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაწყებითი წიგნიერების ქცევებს ავლენს და თქვენი დახმარება სჭირდება, რათა ამ ინტერესის დაკმაყოფილებითა და კიდევ უფრო მეტად გაღვივებით, სამომავლოდ კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს.

ადრეული წიგნიერების ხელშემწყობი აქტივობები ბავშვებს უვითარებს ენობრივ და ზოგად სააზროვნო უნარებს. წაკითხულისა და მოსმენილის გააზრება, ინფორმაციის დამუშავება, იდეებისა და მოსაზრებების ჩამოყალიბება და გამოთქმა ის უნარებია, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს და რომლებიც მას თვითგამოხატვაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემის ადვილად დაძლევაში ეხმარება. ადრეული წიგნიერება და წიგნებთან ჩვილობიდანვე ხშირი, ყოველდღიური შეხება პატარებს დაწერილი სიტყვების დამახსოვრებასა და მომავალში წერა-კითხვის ადვილად შესწავლასაც  გაუადვილებს.

ხშირად დაათვალიერებინეთ ილუსტრაციები, ხელში დააჭერინეთ და გადააფურცვლინეთ წიგნები, წაუკითხეთ ხმამაღლა, ესაუბრეთ წაკითხულის შესახებ, ეთამაშეთ ფაზლებითა და სხვა შემეცნებითი წიგნებით. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს მაშინ უყვარდება წიგნი, თუ მასთან ურთიერთობა თამაშთან, გართობასთან და საინტერესო თავგადასავალთან ასოცირდება; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვმა წიგნთან ურთიერთობა ჩვილობიდანვე დაიწყოს და განვითარების ყოველ ეტაპზე მშობელმა მას ასაკისათვის შესაბამისი წიგნი შესთავაზოს.

გთავაზობთ წიგნებს 2 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც პატარებში სხვადასხვა ტიპის ფიზიკური, მენტალური თუ მოტორული უნარების განვითარებას ემსახურება.

ქვემოთ მოცემული წიგნები (უკლებლივ ყველა კომპონენტი) დამზადებულია მყარი მუყაოსგან, ეკოლოგიურად სუფთა მასალით და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

აი, რას ხედავს ჩვილი – ფიგურები და რგოლები

ასაკი: 6 კვირიდან 6 თვემდე

ახალშობილი მკაფიოდ ვერ ხედავს ფერებსა და ფორმებს, უჭირს გარკვეულ ობიექტებზე ფოკუსის დაჭერა. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან პირველი 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას იპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის. ინტერნეტსივრცეში უამრავ ვიდეოს წააწყდებით, სადაც პატარები დიდი ინტერესით ათვალიერებენ ამ წიგნებს. მიზეზი კი ისაა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები მხოლოდ კონტრასტულ გამოსახულებებს ხედავენ მთელი სიცხადით, რაც მათთვის ძალიან სასიამოვნო და უჩვეულოა.

აღნიშულ წიგნებს რეკომენდაციას ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე და მედიცინის დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი თამარ კვიტაშვილი უწევენ.

წიგნების გამოსვლისთანავე, გამომცემლობამაც გადაწყვიტა, ეს ეფექტი თვალსაჩინო გაეხადა მშობლებისთვის და პატარების პირველ წიგნთან შეხვედრა კამერაზე ასახა, შედეგი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

საჩხარუნო, ღრძილების მასაჟორი და წიგნი – ერთი ციდა ბეკეკა და პაწაწინა ფისო

ასაკი: 3 თვიდან

ეს წიგნი-სათამაშო ბავშვისთვის წიგნთან პირველი ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებად იქცევა. სამყაროს შეცნობის პირველი ნაბიჯები და მისი მრავალფეროვნების გააზრება ბეკეკასთან და პაწაწინა ფისოსთან ერთად უფრო სახალისო და საინტერესოა. შავი და მკვეთრი ფერებით შექმნილი, ადვილად აღსაქმელი ილუსტრაციები, საჩხარუნო და ღრძილების მასაჟორი წიგნს ბავშვისთვის ადრეული ასაკიდანვე აიგივებს გართობასთან და სიამოვნებასთან, რაც სამომავლოდ წიგნის მიმართ დადებითი ასოციაციის გაჩენას უზრუნველჰყოფს.

სიტყვების სკივრი და სიტყვების სკივრი – ცხოველები

ასაკი: 12 თვიდან

პირველი სიტყვების სწავლის პროცესი სახალისო და, ამავდროულად, ეფექტური უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვის პირველი ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი, ილუსტრირებული, საინტერესო და ასაკთან შესაბამისი გამოცემებით შევავსოთ. წიგნების „სკივრში“ მოთავსებული 6 „წიგნუკა“ სხვადასხვა თემატიკის მიხედვით შეკრებილ ახალ სიტყვებს აერთიანებს. პატარა ფორმატის წიგნების დაჭერასა და გადაშლას ბავშვი ადვილად მოახერხებს. ეს გამოცემა ბავშვის ლექსიკურ მარაგს ადრეული ასაკიდანვე გაამდიდრებს.

იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები – პირველი სიტყვები, სოფელი და ფერები

ასაკი: 12 თვიდან

ამ პატარა ფორმატის წიგნებში პატარებს სოფელთან დაკავშირებული უკვე ნაცნობი თუ უცნობი სიტყვების, ფერებისა და ნივთების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი დასახელებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ლექსიკის გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები და იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები – ცხოველები

ასაკი: 18 თვიდან

ამ დიდი ფორმატის წიგნების თითოეულ გვერდზე ბავშვისთვის უკვე ნაცნობი თუ უცნობი ნივთები დიდი, სიუჟეტური ნახატის გარშემო თემატურადაა დალაგებული. დაეხმარეთ ბავშვს სიუჟეტური ნახატის აღქმაში, მოუყევით, რა ხატია თითოეულ გვერდზე და აპოვნინეთ ნახატის გარშემო თემატურად დალაგებული ნივთები ან ცხოველები.

ყველა ნივთსა თუ ცხოველს გვერდით უწერია სახელი, რითაც ბავშვი გაიმდიდრებს ლექსიკას და სიუჟეტურ ნახატზე დაკვირვებით მიხვდება თითოეულის დანიშნულებას.

წიგნი + ფაზლი – ფერები, რიცხვები, ფორმები და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები

ასაკი: 2 წლიდან

ეს მხიარული ყუთები შესაბამისი თემატიკის ფაზლებისა და წიგნების ნაკრებს წარმოადგენს. ბავშვები წიგნებში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს, ფაზლების სწორად დაწყვილებით კი სწრაფად და ადვილად ისწავლიან რიცხვებს, ფერებს, ფორმებსა და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს – ანტონიმებს. ფაზლის სწორად აწყობა ბავშვს არა მარტო ცოდნის, არამედ მოტორული, სენსორული და კონცენტრაციის უნარების განვითარებაში დაეხმარება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5