Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვების დაახლოებით 18% პირველი დაბადების დღისთვის მხოლოდ ერთხელ იძინებს დღისით და ეს პროცენტული მაჩვენებელი 15 თვის ასაკში 56% -მდე იზრდება. 21 თვისთვის კი ბავშვების უმეტესობა ამ რეჟიმზე გადადის.

ზოგიერთი ბავშვი 2-3 წლიდან უკვე აპროტესტებს დღის ძილს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს ბავშვს სურს მთელი დღე გაძლოს ძილის გარეშე, მაგრამ  თქვენ არ ხართ ამისთვის მზად? გთავაზობთ მშობლების გამოცდილებას ამ საკითხის მოსაგვარებლად:

სჭირდება თქვენს ბავშვს დღის ძილი?

ბავშვების უმეტესობას 3 წლის ასაკამდე სჭირდება დღისით ძილი. არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენს პატარაა მზადაა, მხოლოდ ღამით იძინოს.

უპირველეს ყოვლისა, თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვს მუდმივად „მიერეკებით“ დასაძინებლად, მას  უჭირს ჩაძინება  ან ფხიზლობს ღამით, მისი შუადღის ძილი შეიძლება იყოს პრობლემა.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ დღისით ძილი აღარ სჭირდება, არის ის, რომ შუადღისას არ გამოიყურება დაღლილად, ნაშუადღევს კი ისევ ბედნიერი და კმაყოფილია, არ არის გაღიზიანებული და აღგზნებული.

ძილის ნაცვლად სცადეთ „წყნარი საათი“

ამ ასაკში ბავშვები დამოუკიდებლობისაკენ მიილტვიან. თუ თქვენი პატარა ამბობს, რომ არ ეძინება, შესთავაზეთ მას საწოლში მშვიდი თამაში განსაზღვრული დროით. შესაძლებელია, განსაკუთრებული სათამაშოები გქონდეთ, რომლებითაც მხოლოდ ამ პერიოდში ითამაშებს (დარწმუნდით, რომ ისინი უსაფრთხოა საწოლში ჩასადებად).

ამ მეთოდმა შეიძლება ბავშვი დააძინოს ცრემლების გარეშე, რადგან თუ ის ნამდვილად დაიღალა, ცოტა  ხნით ითამაშებს და დაიძინებს. ასეა თუ ისე, თქვენ მიიღებთ “წყნარ საათს”.

მოუწყვეთ აქტიური დილა

დაგეგმეთ თქვენი დილა ისე, რომ პატარას მეტი მოძრაობა უწევდეს. ეთამაშეთ ბურთით, წაახალისეთ ველოსიპედით ან სკუტერით გადაადგილებისკენ. დაჭერობანა-დახუჭობანაც მშვენიერი აქტივობებია ამ მიზნისთვის. ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მას, კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში (ან წლების განმავლობაში, თუ იღბლიანი ხართ) იძინოს დღისით.

წყარო: www.verywellfamily.com