Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და ყოველდღიურ მოვლენებს ფონად შფოთვა გამოუგზავნა. თუ თქვენ მიგყავთ შვილები სკოლებსა და ბაღებში, აბსოლუტურად ნორმალურია ღელავდეთ მათ გამო. თუმცა, თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც კარგი იქნება, თუ შფოთვის მართვას მოახერხებთ განცდების გადააზრებით, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობითა და საკუთარ თავზე ზრუნვით.

აღიარეთ თქვენი განცდები

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, გაუშვებთ თუ არა შვილებს ბაღებსა თუ სკოლებში, დაიწყეთ იმით, რომ აღიაროთ თქვენს განცდები. აიღეთ ფურცელი და კალამი, ჩამოწერეთ თქვენი შფოთვები და შიშები ბავშვების საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაშვების შესახებ. შემდეგ ჩამოთვალეთ ამ ფაქტის დადებითი მხარეები. ჩვენ მიერ მიღებულ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას აქვს რისკები და სარგებელი და მათი შეფასება დაგეხმარებათ მყარი გადაწყვეტილების მიღებაში.

თუ თქვენ ისევ ყოყმანობთ, გადაწყვეტილებას არ დაარქვათ „საბოლოო“. დაგეგმეთ რაღაც პერიოდით და შეიტანეთ ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში.

კარგი იქნება, თუ თქვენს განცდებს გაუზიარებთ ახლობელ ადამიანებს. თუ ფიქრობთ, რომ შფოთვას ვერ უმკლავდებით, ისარგებლეთ პროფესიონალის დახმარებით.

მიიღეთ ინფორმაცია

მოიძიეთ ინფორმაცია ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენი შვილის სკოლას ან  ბაღს, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ან რამის დაზუსტება მოგინდებათ.

ელაპარაკეთ სხვა მშობლებს, რადგან საერთო შფოთვები და კითხვები გექნებათ და ეს დაგეხმარებათ მართოთ პანდემიის პირობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრების ყოველდღიური სტრესი.

იზრუნეთ საკუთარ თავზე

შფოთვასთან გამკლავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითმოვლა. დაფიქრდით, რა გაგრძნობინებთ თავს უკეთ და დასვენებულად. საკუთარ თავზე ზრუნვა არა მარტო თქვენთვისაა კარგი, ბავშვებისთვისაც კარგია. რადგან ეს მოგცემთ ენერგიას, რათა მათზე იზრუნოთ და ამავე დროს კარგ მაგალითს მისცემთ.  

ალბათ, ბევრ ადამიანს იცნობთ, რომლებიც  პანდემიის გამო თქვენნაირ მდგომარეობაში არიან. მათთან ურთიერთობების დამყარება და სტრატეგიების გაზიარება დადებითი გამოცდილება იქნება და ასევე დაგეხმარებათ შფოთვებთან გამკლავებაში.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და თავი აარიდეთ თვითკრიტიკულობას.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5