Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე, 4 ოქტომბერს სრულად აღდგება, როგორც კერძო, ისე საბავშვო ბაღების მუშაობა.

“ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება” – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს შეუძლიათ სამინისტროსთან შეთანხმებით თავად გადაწყვიტონ, სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ თუ არა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5