Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილი წოვს საკუთარ ცერს თავის დასამშვიდებლად, რაც კარგია. ქცევისა და ემოციების მართვის უნარი განვითარების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როდესაც თქვენი ბავშვი ცერა თითს წოვს, ის პოულობს გზებს, რომ უკეთესად იგრძნოს თავი თქვენი დახმარების გარეშე.

ზოგადად, თითის წოვა უფრო მეტად გამაღიზიანებელია მშობლებისთვის, ვიდრე ბავშვებისთვის. თქვენი პატარა უარს იტყვის ამ ჩვევაზე, როდესაც ის მზად იქნება და დასამშვიდებლად სხვა გზები ეცოდინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ არ უნდა გადააჩვიოთ თქვენი პატარა ჩვილ ასაკში თითის წოვას. უბრალოდ დარწმუნდით, რომ

  • არ შია;
  • არ სტკივა;
  • მისი ხელები სუფთაა

უფრო მოზრდილ ასაკში თითის წოვის მიზეზი შეიძლება იყოს  დაღლილობა, შიში, მოწყენილობა, ავადმყოფობა, ან სტრესი (ბაღში წასვლა, და-ძმის დაბადება, მშობლების განქორწინება).

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია ამბობს, რომ ბავშვების უმეტესობისთვის ცერა თითის წოვა  უსაფრთხოა მუდმივი კბილების ამოსვლამდე. დაახლოებით 4-6 წლიდან კი  ამ ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ან ყბის პრობლემები.

ასევე, თითის წოვა არ არის ერთნაირად საზიანო. ექსპერტები ამბობენ, რომ ბავშვებს, რომლებიც ცერა თითს პასიურად აჩერებენ პირში, ნაკლებად აქვთ სტომატოლოგიური პრობლემები, ვიდრე მათ, რომლებიც ძლიერად წოვენ.

დააკვირდით თქვენი ბავშვის წოვის ტექნიკას. თუ იგი ენერგიულად წოვს, 4 წლისთვის შეგიძლიათ  იზრუნოთ ამ ჩვევის დავიწყებაზე. თუ შენიშნეთ მისი პირის ღრუში რაიმე ცვლილება, მიმართეთ  სტომატოლოგს.

თუ თქვენი ბავშვის ცერი წითლდება და იქერცლება წოვისგან,  წაუსვათ დამატენიანებელი კრემი ძილის დროს.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5