Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ თქვენ უკვე 40 კვირის ორსული ხართ, მაგრამ პატარა ჯერ არ აპირებს დაბადებას, ნუ შეშფოთდებით. შეიძლება ძალიან დაღლილი და აფორიაქებული იყოთ ამის გამო, თუმცა ვადაგადაცილებულ ორსულად 42-ე კვირამდე არ ითვლებით.

თქვენ შეიძლება გადააცილოთ მშობიარობის ვადას, თუ

  • ეს თქვენი პირველი ორსულობაა;
  • წინა ორსულობაში გადააცილეთ ვადას;
  • ბიჭს ელოდებით;
  • თქვენი სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია (სიმსუქნე);
  • მშობიარობის თარიღი არასწორად გამოითვალეს, რადგან ექოსკოპია გვიან გაიკეთეთ ან არ გახსოვდათ ბოლო მენსტრუაციის დაწყების დღე;

იშვიათად, ვადაგადაცილებული ორსულობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაცენტის ან ნაყოფის პრობლემებთან.

ვადაგადაცილებული ორსულობის (41-42 კვირა) რისკები

  • ნაყოფის საშუალოზე დიდი წონა, რაც ზრდის ვაგინალური მშობიარობის დროს შორისის ჩაჭრის, საკეისრო კვეთისა და ნაყოფის წინა, ან იშვიათად უკანა მხრის ჩაჭედვა  (მხრების დისტოცია).
  • კანის დამცავი საცხისა და თმის საფარის (ლანუგო) ნაკლებობა.
  • სანაყოფე სითხის ნაკლებობა.

რა ხდება ვადაგადაცილების შემდეგ?

მშობიარობის თარიღის გადაცილების შემდეგ თქვენი ექიმი შეამოწმებს ნაყოფის ზომას, გულისცემას, პოზიციას და გკითხავთ თქვენი პატარას  მოძრაობებზე.

თუ მშობიარობის თარიღს გადააცილეთ 1 კვირით, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი და ამნიონური სითხის მოცულობის შეფასება ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულირება სანაყოფე ბუშტის გაკვეთით ან პიტოცინით, ოქსიტოცინის (ჰორმონი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას) სინთეზური ანალოგით.

წყარო: www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5