Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როდის იწყება ხშირი შარდვა ორსულობის დროს?

ხშირი შარდვა ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომია, რომელიც იწყება პირველ ტრიმესტრში, დაახლოებით მე-4 კვირაში. ის შეიძლება გამძაფრდეს 35-ე კვირიდან.

რა იწვევს ორსულობის დროს ხშირ შარდვას?

ორსულობის ჰორმონი ქორონიული გონადოტროპინი (hCG) აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თქვენი მენჯის ღრუში. ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი სექსუალური სიამოვნების განცდა (თუ ამის განწყობა გაქვთ), თუმცა ამავდროულად მატულობს თირკმლებში სისხლის ნაკადი, თქვენი თირკმლები უკეთესად ასრულებენ საქმეს და ორგანიზმი უფრო სწრაფად იშორებს ნარჩენებს.

თქვენს მზარდ საშვილოსნოს ასევე ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ხშირ შარდვაზე, ვინაიდან ის აწვება  თქვენს შარდის ბუშტს, რაც მას ნაკლებ ადგილს უტოვებს შარდის შესანახად.

როგორ გავუმკლავდეთ ხშირ შარდვას ორსულობის დროს?

  • ეცადეთ ბოლომდე დაცალოთ შარდვის ბუშტი, მოშარდვის დროს წინ გადახრით.
  • დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ თუ ნაკლებ წყალს დალევთ, ნაკლებად ივლით ტუალეტში, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვანება და საშარდე გზების ინფექციები.
  • თავი აარიდეთ ძილის წინ ნებისმიერი სითხის დალევას.
  • თავი შეიკავეთ შარდმდენი საშუალებებისგან, მაგალითად კოფეინისგან.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ შარდს აქვს უჩვეულო სუნი ან მუქი ფერი, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5