Skip to content Skip to sidebar Skip to footer

3-დან 1 ორსული ქალი ხვრინავს ორსულობის დროს, მაშინაც კი, თუ მანამდე არ უჩიოდა ამ მდგომარეობას. ეს სიმპტომი ძირითადად მე-2 ტრიმესტრში იწყება და გამოწვეულია ორსულობის ჰორმონების გამო ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობით.

ასევე, წონის გადაჭარბებული მომატება  იწვევს თავის და კისრის გარშემო დამატებით ქსოვილს, რაც აძლიერებს ხვრინვას.

თუ ხვრინვა ხელს გიშლით ძილში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს გესტაციური დიაბეტის ნიშანი, ასე რომ, ჩაიტარეთ გლუკოზის სკრინინგის ტესტი 24-28 კვირისთვის (ან უფრო ადრე, თუ ამას ექიმი გთავაზობს). ხვრინვა შეიძლება მიბმული იყოს ძილის აპნოესთან –  ეს არის დარღვევა, რომლის დროსაც შეიძლება ჟანგბადი მოგაკლდეთ თქვენც და ნაყოფსაც (განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში და ჭარბი წონის ქალებში) და იზრდება პრეეკლამპსიის საფრთხე.

შემდეგი ნაბიჯები დაგეხმარებათ ორსულობის დროს ხვრინვის თავიდან ასაცილებლად:

  • გამოიყენეთ ცხვირზე დასაკრავი სტიკერები ძილის დროს;
  • გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებელი;
  • სცადეთ დაძინება გვერდზე (მარცხენა გვერდზე დაწოლა საუკეთესოა სისხლის მიმოქცევისთვის);
  • აიმაღლეთ სასთუმალი;
  • აკონტროლეთ წონა ექიმთან ერთად.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5