Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის მშობიარობის შემდგომი სისხლდენა (ლოქიები)?

საშოდან მშობიარობის შემდგომი სისხლდენა ანუ ლოქიები არის სისხლის და ლორწოს ძლიერი ნაკადი, რომელიც მშობიარობის შემდეგ იწყება. მშობიარობიდან პირველი 3 დღე ის, როგორც წესი, მუქი წითელი ფერისაა.

მშობიარობის შემდგომ რამდენ ხანს გრძელდება ლოქიები?

ძლიერი სისხლდენა შეიძლება გაგრძელდეს მშობიარობიდან 10 დღის განმავლობაში, მსუბუქი სისხლდენა და გამონადენი კი – 4-6 კვირამდე.

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ ლოქიებს?

ამ დროს თქვენი ორგანიზმი იწმინდება ყველა იმ დამატებითი სისხლისგან და ქსოვილისგან, რომელიც საჭირო იყო თქვენი ბავშვის გამოსაკვებად ორსულობის დროს.

რა განსხვავებაა ლოქიებსა და მენსტრუალურ ციკლს შორის?

ლოქიები მენსტრუალური გამონადენის მსგავსია, ოღონდ უფრო ჭარბია, შეიცავს ლორწოს და ქსოვილებს და  ხშირად უფრო დიდხანს გრძელდება.

მშობიარობიდან 3-10 დღე სისხლდენა ჭარბია და წითელი ფერის, შემდეგ კი მისი რაოდენობა თანდათან დაიკლებს და მიიღებს ჯერ ვარდისფერ, შემდეგ ყავისფერ და ბოლოს მოყვითალო თეთრ შეფერილობას.

ლოქიები უნდა შეწყდეს მშობიარობიდან დაახლოებით 4-6 კვირის შემდეგ, თუმცა ის შეიძლება დასრულდეს ადრე თუ გვიან, ქალისა და მისი ორსულობის მიხედვით.

როგორ გავუმკლავდეთ ლოქიებს?

მშობიარობიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში იხმარეთ მხოლოდ საფენები, თუნდაც ბავშვის საფენის სისქის გჭირდებოდეთ. ტამპონების გამოყენება არც თუ ისე კარგი აზრია, რადგან თქვენი საშვილოსნო და შარდ-სასქესო სისტემა ჯერ ისევ ძალიან მგრძნობიარეა და იოლად შეიძლება მავნე ბაქტერიებმა შეაღწიონ.

ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, განსაკუთრებით საცვლები, რომლებიც არ დაგენანებათ.

გახსოვდეთ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მალე გაივლის.

თუ გამონადენი ძალიან ჭარბია ან თან ახლავს ძალიან დიდი ზომის კოლტები, გჭირდებათ საათში ერთხელ საფენის გამოცვლა – დაურეკეთ ექიმს. ასევე, თუ შეამჩნევთ მენსტრუაციის გამონადენისგან განსხვავებულ მძაფრ, უსიამოვნო სუნს.  

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5