2015 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა.
მე-7 ასამბლეის თემაა: „თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია: წყალი გვაერთიანებს“, რაც მოიაზრებს ქალებისა და გოგონების როლის აღიარებას მეცნიერებაში, არამხოლოდ როგორც ბენეფიციართა, არამედ როგორც ცვლილების აგენტებისა, მათ შორის მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის (სუფთა წყალი და სანიტარია) მიღწევისკენ მიმავალი პროგრესის დაჩქარების თვალსაზრისით.
მე-7 ასამბლეა ერთად შეკრებს მეცნიერ ქალებსა და ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან, მაღალი დონის თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ წყალი, როგორც შემაკავშირებელი, მდგრადი განვითარების სამი საყრდენის, კერძოდ ეკონომიკური კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობის და ეკოლოგიური მთლიანობის მიღწევაში.
წყარო: www.womeninscienceday.org
ფოტო: www.queensu.ca