Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრები ბავშვები წერილებს აგზავნიდნენ  საფოსტო სამსახურის ოპერაციის „სანტა“ პროგრამით. ამ საკურორტო სეზონში ეს წერილები ძალიან განსხვავებულად გამოიყურება. წელს უამრავმა ბავშვმა მისწერა სანტას კორონავირუსის პანდემიის შესახებ, ზოგი უბრალოდ ვირუსის შეწყვეტას ითხოვს და სხვას არაფერს.

„ძვირფასო სანტა, საშობაოდ არაფერი მსურს, მაგრამ მინდა გკითხო, შეგიძლია თუ არა იპოვო COVID-19-ის სამკურნალო საშუალება და მოგვცე ის მსოფლიოს გადასარჩენად? მადლობა.”

13 წლის კიმბერლი: „COVID-19–ის გამო  ეს წელი ჩვენთვის მძიმე აღმოჩნდა. ჩემი მამინაცვალი ერთადერთი იყო, ვინც მუშაობდა ოჯახიდან. პანდემიის  გამო მას მოუწია მუშაობის შეწყვეტა სრული განაკვეთით. ახლა ის უფრო ნაკლებს მუშაობს და მისი ხელფასი მხოლოდ ქირისთვის და გადასახადებისთვის გვყოფნის. იმედი მაქვს, რომ შეგიძლია დაეხმარო ჩემს ოჯახს და მე. ვიცი, რომ ეს ბევრია, მაგრამ შენი ნამდვილად მჯერა“.

„ბოდიში, თუ ცუდი ვიყავი. ეს მართლაც ძნელია COVID-19-ის და ონლაინ სკოლის (ზოგადად, სკოლის) გამო. ვცდილობ, კარგი ვიყო. იმედი მაქვს, გამიგებ“.

კალიფორნიაში 5 წლის ენდიმ სანტას მისთვის და პატარა ძმისთვის  „Nintendo Switch“ სთხოვა და ასევე ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.  „მე ვიცი, რომ ის ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ არა უშავს, თუ ვერ მივიღებთ. მადლობა, სანტა! ვისურვებდი, რომ კოვიდი დამთავრდეს, რათა ერთმანეთის ჩახუტება შევძლოთ“.

ბევრმა ბავშვმა სთხოვა  წმინდა ნიკოლასს მშვიდობა მსოფლიოში და ნიღბები.

პროგრამა ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს ბავშვების გახარებასა და სადღესასწაულო საჩუქრების მიწოდებაში. „წელს, სავარაუდოდ, უფრო მეტი ოჯახი დაზარალდა ფინანსურად და ემოციურად, თუნდაც უმცირესი სიმშვიდის უზრუნველყოფის ან გაჭირვებაში მყოფთათვის ბედნიერების წამების მინიჭების შესაძლებლობა ბევრი ადამიანისათვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“ – ამბობს პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კიმ ფრუმი.

საფოსტო სამსახურმა სანტასთვის წერილების მიღება პირველად 1912 წელს დაიწყო. ამის შემდეგ, თანამშრომლებსა და მოქალაქეებს უფლება მიეცათ უპასუხონ წერილებს და ოპერაცია „სანტას“ გზა გაუხსნეს. 108 წლის განმავლობაში პროგრამამ მიიღო ასობით ათასი წერილი ბავშვებისგან. დღესდღეობით, ხალხს შეუძლია ინტერნეტში შესვლა, წერილების გადახედვა და შერჩეული ბავშვების დასაჩუქრება გასულ წელს ათასობით ბავშვის წერილი მიიღეს და საპასუხოდ 11000-ზე მეტი პაკეტი გაიგზავნა. ამ კვირის მონაცემებით, სანტასთვის თითქმის 18,000 წერილი მიღებულია და 32000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა ბავშვების გასახარებლად.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5