ახალი კვლევების მიხედვით, ზოგიერთ ბავშვს აქვს სხვა კორონავირუსებისგან მიღებული ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება იცავდეს COVID-19-სგან.
მოზრდილებზე ნაკლები ბავშვია დაინფიცირებული COVID-19-ით და დაავადების შემთხვევაში ნაკლებად აქვთ გართულებები – ამის ცოდნა დიდი შვებაა მშობლებისთვის. ექსპერტები კი პანდემიის დაწყებიდან იკვლევენ ამის მიზეზს და ახალი კვლევები უფრო მეტ ინფორმაციას გვთავაზობს.
ნოემბერში Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ლონდონში, ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოზრდილებზე მეტ ბავშვს აქვს ანტისხეულები სხვა კორონავირუსებისგან (ვირუსების ოჯახისგან, რომელიც იწვევს სეზონურ გაციებას), როგორიცაა SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს. სპეციფიკურმა ანტისხეულებმა, “პიკს მიაღწია (62 პროცენტს) 6-დან 16 წლამდე ასაკში”, – წერენ კვლევის ავტორები.
რას ნიშნავს ეს ზუსტად? დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აღწერს ანტისხეულებს, როგორც „ცილებს, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეუძლია ხელახლა ინფიცირებისგან დაცვა“. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს ჰქონდათ ანტისხეულები სისხლში წარსული ავადმყოფობებისაგან, რომლებსაც შეეძლოთ მიმაგრებოდნენ კორონავირუსის უნიკალურ სტრუქტურას.
სექტემბერში Science-ში გამოქვეყნებულმა სხვა კვლევამ ანალოგიური შედეგები აჩვენა. ხალხს ჰქონდა ანტისხეულები, რომელიც შეიძლება მუშაობდეს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ და ეს იყო ადრე გადატანილი გაციებების დამსახურება. მოზრდილები წელიწადში ორჯერ შეიძლება გაცივდნენ, ხოლო ბავშვები დაახლოებით 12-ჯერ. სწორედ ამიტომ აქვთ მათ კორონავირუსის ჯგუფის ვირუსების მეტი ანტისხეულები და უნარჩუნდებათ უფრო ხანგრძლივი დროით – ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერები ეძებენ სხვა მიზეზებს, თუ რატომ გადააქვთ ბავშვებს COVID-19 უფრო მსუბუქად, ვიდრე მოზრდილებს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მათ ორგანიზმს აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი, რამაც შეიძლება დაიცვას ისინი ფილტვის მძიმე დაავადებისგან, რომელიც მოზრდილებში COVID-19-თან ასოცირდება. თანდაყოლილი იმუნიტეტი არის, როდესაც “იმუნური უჯრედები სწრაფად რეაგირებენ ყველა სახის შემოჭრილ დაავადების გამომწვევ ორგანიზმებზე” და უფრო ძლიერია ბავშვობაში, – ამბობენ კვლევის ავტორები.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან COVID-19-ის შემთხვევები კვლავ იზრდება, მშობლებმა უნდა გააგრძელონ უსაფრთხოების ზომების დაცვა.
წყარო: www.parents.com