Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა ტკბილი კარტოფილის  ზომისაა. 

(სიგრძე დაახლოებით 14სმ-ია, წონა 198 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-5 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 22 კვირა.

ნაყოფის განვითარება

ერთადერთი. ამ კვირაში, თქვენს პატარას უნიკალური მახასიათებელი: თითების ანაბეჭდები უჩნდება. ხელისა და ფეხის თითების წვერებზე დაგროვილი ცხიმი გარჩევად კლაკნილ ხაზებად იქცევა.

„სანტექნიკის“ მოწესრიგება. საჭმლის მომნელებელი სისტემა უკვე რამდენიმე კვირაა ყალიბდება. თქვენი პატარა ყლაპავს ამნიონურ სითხეს, რომელიც გადის კუჭ-ნაწლავს და მკვდარ უჯრედებთან და ნაწლავების გამონაყოფთან ერთად იღებს მეკონიუმის სახეს. ესაა ახალშობილის შავი, კუპრისებრი  განავალი, რომელსაც შენიშნავთ ახალშობილის საფენის პირველი გამოცვლისას.

ყურები ჩამოყალიბდა. 18 კვირისთვის, ყურები თავის ორივეს მხარეს თავ-თავის ადგილზეა წამოზრდილი და ზოგ შემთხვევაში იწყებს ბგერების მოსმენას.

ნაღვლის ბუშტი. თქვენს პატარას საკვები ნივთიერებების დასაგემოვნებლად ნაღველი სჭირდება, და მე-18 კვირაში შესაძლოა ნაღვლის ბუშტმა დიწყოს მუშაობა.

დედის ორგანიზმი მე-18 კვირაში

თუ ეს თქვენი პირველი ორსულობაა, შეიძლება უკვე იგრძნოთ ბავშვის გადაადგილება მუცელში. ზრდასთან ერთად პატარას მოძრაობები უფრო ძლიერი გახდება და თქვენ უფრო მეტად იგრძნობთ მის მოგზაურობებს. რა თქმა უნდა, დედები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზოგი უფრო ადრე გრძნობს მოძრაობას (განსაკუთრებით, თუ ორსულობა უკვე გამოუცდია), ზოგი შედარებით გვიან ვადაზე. ასე, რომ თუ 18 კვირისთვის თქვენი პატარას „კაკუნი“ ვერ გაიგეთ, ნუ იღელვებთ. ეს ნორმალურია და წინ 22 კვირაა.

თქვენი ორსულობის ამ ეტაპზე, თქვენი ორგანიზმი სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ მრავალ ცვლილებას განიცდის, როგორიცაა სისხლის გაზრდილი მოცულობა და სწრაფად მზარდი სისხლძარღვები, რამაც შეიძლება წნევის ვარდნა გამოიწვიოს. ამ ყველაფერს შესაძლოა თავბრუსხვევაც ახლდეს.

ამ კვირაში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ფეხის ზომა გაგეზარდათ. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს შეშუპებით, რომლის მიზეზიც წყლის შეკავებაა, ცნობილია როგორც ედემა და მეორე ტრიმესტრიდან ჩნდება. ტერფების ზრდაში ჰორმინებიც მონაწილეობს. ორსულობის ჰორმონი რელაქსინი, რომელიც მენჯის სახსრების მოდუნებას უზრუნველყოფს მშობიარობის გასაადვილებლად, ადუნებს თქვენი ტერფების სახსრებს და ტერფის ძვლების გაშლას იწვევს. შეგიძლიათ შეშუპება შეუმსუბუქოთ გრილი წყლის აბაზანებით, ასევე ფეხების აწეულად გაჩერებით. შეგიძლიათ ახალი, უფრო მორგებული ფეხსაცმლის შეძენაზეც იზრუნოთ.

თქვენი სიმპტომები 

  • თავბრუსხვევის შეტევა. თქვენი გული მუშაობს 40-50 %-ით მეტად, ვიდრე ორსულობამდე. დასვენება, გვერულად წოლა, ხილის ჭამა დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის აწევაში და მოგიხსნით ამ სიმპტომს.
  • მცირე მოძრაობები. ქალების უმეტესობა თავიანთი პატარას მოძრაობებს პირველად მე-16 და მე-20 კვირებს შორის შეიგრძნობს. მე-18 კვირას, ბავშვის მცირე ზომების გათვალისწინებით, ეს ალბათ არ იქნება ძლიერი დარტყმა თქვენს მუცელში, არამედ მსუბუქი ფარფატი.
  • ფეხების გაკვანძვა.  ამ კვირაში შეიძლება ფეხების გაკვანძვამ შემოგიტიოთ, განსაკუთრებით ღამით. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, გაწელვის ვარჯიში გააკეთეთ დაძინებამდე. ასევე, დაგეხმარებათ თბილი აბაზანა/შხაპი ან მასაჟი.
  • ცხვირის პრობლემები. ჰორმონებისა და სისხლის მოცულობის ზრდა იწვევს ლორწოვანი გარსის გაფართოებას,  რაც შეიძლება ცხვირიდან სისხლდენის და გაჭედილობის მიზეზი გახდეს.
  • ზურგის ტკივილი. თქვენი გაზრდილი საშვილოსნო და ჰორმონალური ცვლილებები იწვევს ტკვილს ზურგის არეში. 

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • მიირთვით ომეგა-3-ით მდიდარი საკვები. საჭირო ნივთიერებების მიღება თქვენთვის და თქვენი პატარასათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ომეგა-3 კი ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის ეხმარება ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას და ასევე, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და ამცირებს დეპრესიის სიმპტომების რისკს. ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტებია ორაგული და სხვა თევზები, თუ ვეგეტარიანელი ხართ, მარაგის შევსება სცადეთ ბროკოლით, ნიგვზით ან სელის ზეთით.
  • ჯანსაღად გაზარდეთ კალორიების მიღება. თქვენი მზრდადი პატარას დასახმარებლად დამატებითი კალორიების მიღება დაგჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორის მაგივრად უნდა ჭამოთ. როდესაც მეორე ტრიმესტრს მიაღწევთ, ეს შეიძლება იყოს დამატებით 300 კალორია – ნახევარი სენდვიჩი და ერთი ჭიქა უცხიმო რძე.
  • გაუმკლავდით რჩევების სიმრავლეს. შესაძლოა შენიშნოთ, რომ ყველა, თქვენი დედამთილიდან დაწყებული და სრულიად უცნობი ადამიანებით დამთავრებული, თავს ვალდებულად თვლის, რამე გირჩიოთ ორსულობასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება შემაწუხებელი იყოს, მაგრამ გახსოვდეთ, ამ ადამიანებს თქვენთვის კარგი უნდათ და აღფრთოვანებული არიან თქვენ გამო.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/18-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5