Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა მარაკუიას ზომისაა. 

(სიგრძე დაახლოებით 6 სმ-ია, წონა 14 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-3 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 28 კვირა.

ნაყოფის განვითარება

12 კვირით მთავრდება ორსულობის პირველი ტრიმესტრი და თქვენი პატარა ძალიან დაკავებულია. მისი ყველა სასიცოცხლო ორგანო და სხეულის ნაწილი თავის ადგილზეა. მხოლოდ სასქესო ორგანოები განაგრძნობენ ჩამოყალიბებას და ჯერ ისევ ადრეა, რომ საბოლოოდ გითხრან ბავშვის სქესი.

სავარაუდოდ, უკვე შესაძლებელია თქვენი პატარას გულისცემის მოსმენა Doppler-ის გარე ხელსაწყოთი. ამ დროისთვის სრულად ჩამოყალიბებულია ბავშვის ქუთუთოები. ისინი ძალიან მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და ასე გაგრძელდება მეორე ტრიმესტრის ბოლომდე.

ამ პერიოდისთვის, თქვენი პატარას ხელის მტევნები უფრო განვითარებულია, ვიდრე ტერფები და მისი მკლავები უფრო გრძელია, ვიდრე ფეხები. ჩნდება ფრჩილების პატარა ჩანასახები, რომლებიც მომდევნო ტრიმესტრში გარდაიქმნებიან ხელისა და ფეხის თითების ფრჩხილებად.

თქვენი პატარა ამ დროს იწყებს მოძრაობას, მაგრამ თქვენ ჯერ ვერ იგძნობთ მის გადაადგილებებს მუცელში. შემდეგ კვირებში, ნაყოფის ორგანოები და კუნთები განაგრძნობენ განვითარებას და ის განაგრძობს ზრდას.

დედის ორგანიზმი ორსულობის მე-12  კვირაში

მაჭამე! ადრეულის ორსულობის დროს  მიმდინარე გულისრევებისა და დისკომფორტის კლებასთან ერთად თქვენ მადის დაბრუნებასაც იგრძნობთ. დარწმუნდით, რომ იკვებებით სრულფასოვნად, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ორის ნაცვლად უნდა ჭამოთ. ექსპერტების რეკომენდაციით, ორსულობის განმავლობაში, ყოველდღიურად საშუალოდ მხოლოდ 300 დამატებითი კალორია შეგიძლიათ მიიღოთ. თქვენზე უფრო მორგებულ რჩევას კი თქვენი ექიმი მოგცემთ.

თქვენი სიმპტომები

  • სისხლმდინარე და მგრძნობიარე ღრძილები. ისევ და ისევ ჰორმონების დონის აწევა და სისხლის მოცულობის მომატება იწვევს ღრძილების შესიებას და მგრძნობელობის გაზრდას. სისხლი შეიძლება შეამჩნიოთ კბილების გამოხეხვის ან ძაფით გაწმენდის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არადამაიმედებლად ჟღერს, ეს ზოგ შემთხვევაში სავსებით ნორმალურია. განაგრძეთ ეს მოქმედებები რეგულარულად და ჰკითეთ თქვენს სტომატოლოგს, ხომ არ არის საჭირო შემოწმება.  უფრო რბილი ჯაგრისი და მარილიანი წყლის სავლები (1 ჭიქა თბილი წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი მარილი) შეგიმსუბუქებთ ტკივილს.
  • თავბრუსხვევა. ორსულობის განმავლობაში, ორგანიზმში სისხლძარღვების რაოდენობა მატულობს და თქვენი ჰორმონების დონე იცვლება. ამის გამო, დროდადრო შეიძლება თავბრუსხვევა იგრძნოთ. თავისუფალი სტილის ტანსაცმელი,  საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა, დიდ ხანს დგომისგან თავის შეკავება და კვების რეჟიმი თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ასევე, მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს და წამოდექით აუჩქარებლად. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თავბრუსხვევა გაგრძელდება ან დაგეწყებათ მუცლის ტკივილი და ვაგინალური სისხლდენა. 
  • ყნოსვის გამძაფრება. თქვენი ყნოსვის გრძნობა გამძაფრებულია ორსულობის ამ ფაზაში. თუ რომელიმე სუნი გაღიზიანებთ, სცადეთ ცივი ან ოთახის ტემპერატურის კერძების ჭამა მძაფრი სუნისგან თავის ასარიდებლად. 
  • შებერილობა. ჰორმონლური ცვლილებები და  გაზრდილი საშვილოსნო შებერილობის განცდას გიტოვებთ. აირების დაგროვებისგან თავის ასარიდებლად, მიირთვით ნელა. 
  • გამონადენი ან სისხლდენა. ორსულობის ამ ვადაზე თუ შენიშნავთ სისხლდენას, განსაკუთრებით თუ მას სპაზმებიც ახლავს, მიმართეთ ექიმს.

 რა უნდა გაითვალისწინოთ?

  • აირჩიეთ ჯანსაღი კვება. დარწმუნდით, რომ ორსულის ბალანსირებულ დიეტაზე ხართ, რომელიც შეიცავს ცილებით მდიდარ პროდუქტებს, როგორიცაა საქონლის ხორცი, ქათამი, თევზი ან მცენარეული შემცვლელები. ვიტამინებისა და მინერალების მისაღებად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, ყოველდღიურად, ასევე კალციუმით მდიდარი პროდუქტები – დაბალცხიმიანი რძის ნაწარმი, ლობიო, თხილეული, ტოფუ. 
  • დაიწყეთ კეგელის ვარჯიშები. კეგელის ვარჯიშები ემსახურება მენჯის კუნთების გაძლიერებას, რომლებიც ეხმარება საშვილოსნოს და შარდის ბუშტს. მას აქვს ბევრი სარგებელი, მათ შორის უნებლიე შარდვის პრევენცია ორსულობის დროს და მის შემდეგ. ვარჯიშები იოლი გასაკეთებელია:  უბრალოდ, შეკუმშეთ თქვენი მენჯის კუნთები, რომელთაც დაძაბავდით შარდის შესაკავებლად, გაჩერდით რამდენიმე წამს და ისევ მოადუნეთ. გააკეთეთ 20 განმეორება 3-ჯერ დღეში.
  • დაიწყეთ ორსულობის დღიურის წარმოება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ორსულობის მნიშვნელოვანი შეგრძნებების აღწერის სურვილი, რათა თვალი გადავავლოთ განვლილ გზას ბავშვის გაჩენის შემდეგ. შეგიძლიათ ყოველკვირეულად ფოტო გადაუღოთ თქვენს მზარდ მუცელს. შეგიძლიათ შეინახოთ ულტრაბგერითი სკანირების შედეგის ასლი და ა.შ.
  • წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/12-weeks-pregnant
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5