მითი: თქვენი მუცლის ფორმაზე დაკვირვებით შეიძლება გაიგოთ ნაყოფის სქესი.
სიმართლე: “მუცელი დაბლა გაქვს, ბიჭი გეყოლება”. სინამდვილეში, მუცლის კუნთები იჭიმება შემდგომი ორსულობისას. ასე რომ, თუ ორსულის მუცელი უფრო მაღლაა, ეს ალბათ ნიშნავს, რომ მას აქვს ძლიერი კუნთები ან ეს მისი პირველი ორსულობაა.
მითი: ნაყოფის გულისცემით შეიძლება გაიგოთ ნაყოფის სქესი.
სიმართლე: რაც არ უნდა ყურადღებით მოუსმინოთ ნაყოფის გულისცემას, ის ვერ გიკარნახებთ თქვენი მომავალი ბავშვის სქესს. ნორმალური გულისცემა საშვილოსნოში მყოფი ყველა ნაყოფისთვის წუთში 120-160 დარტყმამდეა.
მითი: ორსულობის დროს თქვენი სახის ფორმასა და სისავსეს შეუძლია სქესის პროგნოზირება.
სიმართლე: თქვენ შეიძლება გსმენიათ, რომ თუ ქალს აქვს სრული სახე ან აკნე, მას ჰყავს გოგონა. ეს არის მითი. ორსულობის დროს თქვენი სახის ფორმასა და კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მრავალი სხვა ფაქტორი, მაგალითად, ჰორმონალური ფონი, გენეტიკა და თქვენი მენიუ.
მითი: თუ ორსულობის დროს სანელებლებს მიირთმევთ, ამან შეიძლება ნაყოფის სიბრმავე გამოიწვიოს.
სიმართლე: ორსულობის დროს ცხარე საკვების მიღება სავსებით უსაფრთხოა და კავშირი არ აქვს ბავშვის თვალებთან, თუმცა შესაძლოა გულძმარვა გამოიწვიოს.
მითი: ორსულობის დროს თუ გულძმარვა ძალიან გაწუხებთ, თქვენი ბავშვი თმით დაიბადება.
სიმართლე: სინამდვილეში, ეს მითი შესაძლოა იყოს სიმართლე. მცირე კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო და მწვავე გულძმარვის მქონე ორსულების ბავშვები თმით იბადებიან. მკვლევრების აზრით, შესაძლოა არსებობდეს კავშირი ორსულობის ჰორმონებს შორის, როგორც საყლაპავის ქვედა სპინქტერის მოდუნებასა და ნაყოფის თმის ზრდაზე არიან პასუხისმგებელნი. მაგრამ ამის დასადგენად მეტი კვლევაა საჭირო.
წყარო: www.healthline.com