იმპლანტაცია
ამ დროს ჩანასახი ჰგავს პატარა ბურთს, რომელსაც ბლასტოცისტა ეწოდება და რამდენიმე ასეული უჯრედისგან შედგება, რომლებიც მრავლდება და იყოფა საშვილოსნოში. შიდა შრის უჯრედები გარდაიქმნებიან თავად ემბრიონად, ხოლო გარეთა შრის უჯრედები წარმოქმნიან პლაცენტას, რომელიც ჟანგბადითა და სხვა საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს ჩანასახს და გამოაქვს ნარჩენები.
ჰორმონები
უჯრედები, რომლებიც პლაცენტად გადაიქცევა, გამოტუმბავენ ორსულობის ჰორმონ ქორიონული გონადოტროპინის (hCG-ს). ის “უამბობს” საკვერცხეებს, შეწყვიტონ კვერცხუჯრედების გამოყოფა და განაგრძონ პროგესტერონის წარმოება, რომელიც იცავს თქვენს საშვილოსნოს და მის ციცქნა მგზავრს. როდესაც შარდში საკმარისია hCG, ორსულობის ტესტი დადებით შედეგს იძლევა.
მყუდრო სახლი
ამნიონური სითხე იწყებს დაგროვებას ამნიონურ ტომარაში. ეს სითხე დაიცავს ემბრიონს კვირებითა და თვეებით ადრე.
დედასთან კავშირი
პატარა ბლასტოცისტა იღებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ცირკულაციის პრიმიტიული სისტემის მეშვეობით, რომელიც შედგება მიკროსკოპული გვირაბებისაგან, რომლებიც აკავშირებს ემბრიონს საშვილოსნოს კედლის სისხლძარღვებთან. მოგვიანებით ამ სამუშაოს პლაცენტა გადაიბარებს.
ორსულობის სიმპტომები მე-3 კვირისთვის
ზოგიერთი ქალი ტესტის დადებით პასუხამდე გრძნობს ორსულობას, მაგრამ უმრავლესობას პმს-ის მსგავსი სიმპტომები აქვს.
შებერილობა
პროგესტერონი ადუნებს კუნთებს, მათ შორის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. რის გამოც ხშირია შებერილობა და არასასიამოვნო შეგრძნებები ნაწლავებში.
ცვლილებები მკერდის არეში
ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათი მკერდი ხდება უფრო მგრძნობიარე, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე პრემენსტრუალური სინდრომის დროს.
გამონადენი
ზოგიერთ ქალს მოცემულ კვირაში შეიძლება ჰქონდეს მცირე რაოდენობით ვაგინალური სისხლიანი გამონადენი, რასაც მიმაგრების გამონადენს უწოდებენ, რადგან მაშინ ხდება, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიემაგრება საშვილოსნოს. თუ გამონადენი ჭარბია ან თან ტკივილი ახლავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობის ნიშანი.
სხეულის ბაზალური ტემპერატურის მომატება
თუ თქვენ აკონტროლებთ ტემპერატურას, ამ პერიოდში მის მომატებას შეამჩნევთ.
ორსულობის კონტროლი მე-3 კვირისთვის
შეიძინეთ ორსულობის ტესტი
მე-3 კვირის ბოლოსთვის შეიძლება ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი მოგცეთ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ გადაწყვეტთ, რომ ორსულად არ ხართ. შესაძლოა, რომ ტესტისთვის ჯერ ადრე იყოს და დაელოდეთ ციკლის გადაცილებას (რაც ალბათ მომდევნო კვირის დასასრულს მოხდება).
შეზღუდეთ კოფეინი
ორსულობის დაგეგმვისას და მით უმეტეს, ორსულობის დროს ექსპერტები ქალებს ურჩევენ კოფეინის მიღება შეზღუდონ დღეში 1 ჭიქა ყავით.
ითხოვეთ დახმარება დამოკიდებულებებისგან გასათავისუფლებლად
სიგარეტზე, ალკოჰოლზე და სხვა მავნე დამოკიდებულებზე უარის სათქმელად მიმართეთ სპეციალურ პროგრამას ან კონსულტანტს.