Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნოემბრის დადგომასთან ერთად ამინდი უფრო ცივდება, ტემპერატურა მკვეთრად იცვლება და ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეებში. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აქტიური სასწავლო პროცესი კი რესპირატორული ინფექციების გავრცელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი ინფექციებია გავრცელებული, როგორ ამოვიცნოთ მათი სიმპტომები და როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.

რომელი ინფექციებია განსაკუთრებით აქტუალური?

სეზონური გრიპი

გრიპი ცივი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. მას ახასიათებს უეცარი დასაწყისი, მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა და ძლიერი სისუსტე. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებთან, ხანდაზმულებთან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ცივ სეზონზე ხშირია ზედა სასუნთქი გზების ინფექციებიც, რომლებიც ცხვირს, ყელსა და ცხვირის დანამატ წიაღებს აზიანებს.

  • ანგინა (ტონზილიტი) – ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ვლინდება ყელის ძლიერი ტკივილით, ყლაპვის გაძნელებითა და ზოგჯერ მაღალი ტემპერატურით. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსი, ისე ბაქტერია.
  • სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთებაა, რომელსაც ხშირად ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, სახის არეში წნევის შეგრძნება და თავის ტკივილი.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები უფრო ღრმა სასუნთქ სისტემას აზიანებს და ზოგჯერ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

  • ბრონქიტი – ბრონქების ანთებაა, რომელსაც ხშირად ახასიათებს ხველა, ნახველის გამოყოფა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. უმეტეს შემთხვევაში მწვავე ბრონქიტი ვირუსული წარმოშობისაა.
  • პნევმონია – ფილტვების ინფექციური ანთებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციის შედეგად. დამახასიათებელია ხველა, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება.

როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები?

ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
  • რეგულარულად გაანიავეთ ოთახები.
  • ხველისა და ცემინებისას გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვის მოხრილი ნაწილი.
  • ავადმყოფობის დროს დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან ახლო კონტაქტს.
  • იზრუნეთ სრულფასოვან კვებასა და საკმარის ძილზე.

მკურნალობის შერჩევა

სეზონური ინფექციების დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი პრეპარატების შერჩევა. განსაკუთრებით საყურადღებოა ანტიბიოტიკების გამოყენება, თვითნებურად მიღება დაუშვებელია და ნებისმიერი მკურნალობის მეთოდი შერჩეული უნდა იქნას პედიატრის მიერ. ანტიბიოტიკების ხშირი და არასწორი გამოყენება ხელს უწყობს ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებას, რაც მომავალში ინფექციების მკურნალობას ართულებს.


ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემის ფონზე სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს მკურნალობის ალტერნატიული მიდგომებიც, მათ შორის ბაქტერიოფაგები. ფაგიო® ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პრეპარატია, რომელიც მიზნობრივად მოქმედებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებზე და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას. გამოიყენება როგორც სამკურნალოდ ბაქტერიული ინფექციების დროს, ასევე ვირუსული ინფექციებისას ბაქტერიული გართულებების პრევენციის მიზნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: dedamicis.ge-ზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონტენტს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას

მოუსმინეთ სტატიას ვიდეო ფორმატში:

.


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი