Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა მსხლის ზომისაა. 

(სიგრძე დაახლოებით 12 სმ-ია, წონა 141 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-4 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 23 კვირა.

ნაყოფის განვითარება

ამ კვირაში თქვენი პატარას კანქვეშ ჩამოყალიბებას იწყებს ყავისფერი ცხიმის  ფენა, რომელსაც ორსულობის განმავლობაში ფენები კიდევ დაემატება. ეს ცხიმი უზრუნველყოფს ნაყოფს ენერგიით და დაეხმარება ბავშვს დაბადების შემდეგ სითბოს შენარჩუნებაში, მანამდე კი ამას თქვენი საშვილოსნო უზრუნველყოფს. 

ამ ეტაპზე თქვენი ბავშვი ამნიონურ ტომარაში უფრო მეტად აქტიურია, თუმცა ჯერ ალბათ გაგიჭირდებათ მისი მოძრაობის შეგრძნება.

იცოდით, რომ ამ კვირაში თქვენს ბავშვს ფრჩხილები ეზრდება? მიმდინარე თვის ბოლოსთვის ფრჩხილებმა შეიძლება თითების წვერებს მიაღწიოს და, შესაძლოა, დაბადებისთანავე, მალევე მოგიხდეთ მათი დაჭრა.

დედის ორგანიზმი ორსულობის მე-17 კვირაში

ალბათ შეამჩნევდით თქვენი მკერდის უფრო მეტად ზრდას და სხვა ცვლილებებს. მკერდს მეტი სისხლი მიეწოდება რძის წარმოებისთვის მოსამზადებლად და შეიძლება მუქი ვენებიც შეამჩნიოთ. შეიძლება მკერდმა ერთი-ორი ზომითაც მოიმატოს და თქვენ უფრო მოხერხებული ლიფი უნდა შეარჩიოთ.

აგრეთვე იზრდება პლაცენტა, რათა საკმარისი საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაწოდოს ბავშვს და ნარჩენების გამოდევნაზეც იზრუნოს.

შესაძლოა თქვენ უკვე შეიგრძნოთ თქვენი პატარას ზოგიერთი მოძრაობა. თუ ეს თქვენი პირველი ბავშვი არ არის, ამას უფრო ადრე მოახერხებთ, თუმცა ჯერ თუ არაფერს გრძნობთ, ნუ იღელვებთ. მომდევნო თვეებში ეს აუცილებლად მოხდება.

თქვენი ტერფები ხომ არ გაზრდილა? ეს შეიძლება იყოს ორსულობისას წონის მატებისა და შეშუპების ბრალი, რომელსაც ედემას უწოდებენ (მას ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს). მიიღეთ ტერფების გრილი აბაზანები და როდესაც შეძლებთ, აწიეთ ფეხები მეტი კომფორტისთვის.

თქვენი სიმპტომები

  • ჰემოროი (ბუასილი). ეს, როგორც წესი, არის სწორი ნაწლავის ვენები, რომლებიც მენჯის არეში სისხლის ჭარბი მიწოდების გამო ფართოვდება. მართალია, ჰემოროი უფრო გვიანი ორსულობისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ გონივრული იქნება ახლავე გადადგათ ნაბიჯები მის თავიდან ასაცილებლად, მაგ. მაღალ-ბოჭკოვანი დიეტა, ბევრი წყლის სმა და რეგულარული ვარჯიში. თუკი ჰემოროის შემსუბუქება გინდათ, სცადეთ თბილ აბაზანაში დალბობა (საპნის გარეშე) და მოერიდეთ დიდხანს ჯდომას. ძლიერი ტკივილის ან სისხლდენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
  • გაღიზიანებული ან მგრძნობიარე კანი. ორსულობის მე-17 კვირას თქვენი მუცელი და მკერდი ისევ იზრდება და კანი იჭიმება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრიები და ქავილი. მართალია, სტრიების გაჩენას სრულიად ვერ აარიდებთ თავს, მაგრამ შეგიძლიათ ქავილის შემცირება ბევრი წყლის სმით და დილით და საღამოს კანზე დამატენიანებელის წასმით.
  • გულძმარვა და შეკრულობა. მომავალი დედების უმეტესობისთვის დილის გულისრევები წარსულში დარჩა, მაგრამ თქვენ შესაძლოა გულძმარვასა და შეკრულობა ორ სიმპტომს, რომლებიც ასევე ჩნდება ორსულობის პერიოდში. სცადეთ დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა და რამდენიმეჯერ მიირთვათ და მოერიდეთ ცხარე ან სხვა ტიპის საკვებს, რომელიც თქვენი შეგრძნებით დისკომფორტს გიქმნით. ასევე კარგია ნელა ჭამა და უშუალოდ ჭამის შემდეგ წამოწოლისათვის თავის არიდება.
  • ფეხის კრუნჩხვები. მეორე ტრიმესტრში შეიძლება თქვენი ძილი ფეხის კრუნჩხვებმა შეწყვიტოს ხოლმე. არ არის ცნობილი, თუ რა იწვევს ამას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ძილის წინ ფეხების გაჭიმვა ან წვივის კუნთების მასაჟი კრუნჩხვების შემთხვევაში. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ბევრი წყლის სმა, ფიზიკური აქტივობა და მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება.
  • ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში. თქვენი საშვილოსნოს ზრდა  ცვლის თქვენი სიმძიმის ცენტრს და პოზას, რის შედეგად ზურგზე მეტი დატვირთვა მოდის. როდესაც ორსულობისას წონაში იმატებთ, შესაძლოა დროდადრო ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილებს განიცდიდეთ, მაგრამ ვარჯიშსა და გაწელვებს შეუძლიათ დისკომფორტის გარკვეულწილად შემსუბუქება. მტკივან ადგილზე სათბურის დადებამ ასევე შესაძლოა შვება მოგგვაროთ. თუ შეგიძლიათ, სცადეთ თავი არიდოთ დიდი ხნის განმავლობაში დგომას. თქვენს ექიმს ასევე შეუძლია გირჩიოთ, როგორ გაუმკლავდეთ ზურგის ტკივილის ნებისმიერ ფორმას ორსულობის მე-17 კვირას და შემდგომ.

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • ალბათ გაინტერესებთ გაიგოთ, გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი. გახსოვდეთ, ამის დანამდვილებით გაგება შესაძლოა ჯერ კიდევ ადრე იყოს, მაგრამ, თუკი გადაწყვეტთ, შეგიძლიათ გაარკვიოთ ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, რომელიც სავარაუდოდ 18-20 კვირაში ჩაგიტარდებათ. რა თქმა უნდა, თქვენმა პატარამ შესაძლოა ამაში ხელი შეგიშალოთ – მისმა მდებარეობამ არ მოგცეთ სქესის იდენტიფიცირების საშუალება. მანამდე კი – თქვენ რას ფიქრობთ? გოგო იქნება თუ ბიჭი?
  • ორსულთა სკოლისთვის  ხომ არ მიგიმართავთ? თქვენ უფრო და უფრო უახლოვდებით შუა ნიშნულს, ასე რომ – მოიძიეთ ინფორმაცია. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უფრო მეტი ვარიანტი გექნებათ ასარჩევად. შეგიძლიათ თქვენს ექიმს ან თქვენს გარშემო მყოფ მშობლებს მიმართოთ რჩევისათვის.
  • თუკი ამ კვირაში მცირე თავისუფალი დრო გექნებათ, დაიწყეთ ექიმის (სამედიცინო დაწესებულების) ძებნა თქვენი პატარასთვის. შეგიძლიათ სხვა მშობლებს ჰკითხოთ რჩევა, ან გაითვალისწინოთ თქვენი დაზღვევის შესაძლებლობები. შესაძლოა თქვემა ექიმმა გირჩიოთ სწორი მიმართულება. როდესაც არჩევანს გააკეთებთ, შეგიძლიათ პოტენციურ ექიმთან პირისპირ შეხვედრაზეც იზრუნოთ.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • ნორმალურია თავბრუსხვევის შეგრძნება? რა უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით?
  • უნდა გავიკეთო ამნიოცენტეზი? ეს ნებაყოფლობითი ტესტია. თქვენი ექიმი მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ.
  • უსაფრთხოა თუ არა პროფესიონალური მასაჟი?

თქვენი გეგმები

  • მოიძიეთ ექიმი, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ დაგჭირდებათ.
  • “ბავშვობის” თვეს  გეგმავთ? გაესინჯეთ ექიმს, სანამ გაემგზავრებით.
  • იზრუნეთ კომფორტულ, პროფესიულ ლიფზე.
  • იფიქრეთ ბავშვის სახელზე.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/17-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5