ზაფხულის სიცხე შესაძლოა რთული ასატანი იყოს ორსულებისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები დაგეხმარებათ ცხელ დღეებთან და ღამეებთან გამკლავებაში.
ატარეთ ბამბის ტანსაცმელი
სინთეტიკური ქსოვილებისგან განსხვავებით, ბამბის ქსოვილი უზრუნველყოფს, რომ თქვენმა სხეულმა გამოყოს ოფლი და გააკეთოს ყველაფერი გასაგრილებლად.
ატარეთ ფართოფარფლიანი ქუდი
ასეთი ქუდი არა მხოლოდ თვალებისა და კანის მზისგან დასაცავად გამოგადგებათ, არამედ დაგეხმარებათ, რომ უფრო გრილად იგრძნოთ თავი და საშუალებას არ მისცემს ზაფხულის მცხუნვარე მზეს გადაახუროს თქვენი თავი და თმა.
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
ორსულობის დროს გაუწყლოვნებისგან თავის არიდება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჰაერის ტემპერატურის მატების დროს ეს განსაკუთრებით საჭირო ხდება. დაუმატეთ წყალს ლიმონის ნაჭერი, პიტნის ფოთლები, თქვენი საყვარელი ხილი ან კიტრის ნაჭერი, რომ უფრო ხშირად მოგინდეთ მისი დალევა.
იცურავეთ
გარდა იმისა, რომ ცურვა გაგაგრილებთ, ასევე ხელს შეუშლის ტერფებისა და წვივების დასიებას და შეგიქმნით სიმსუბუქის შეგრძნებას.
თუ ცურვის დროს ან შემდეგ რაიმე უჩვეულოს იგრძნობთ ან აქამდე არ ცურავდით, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.
თუ ცურვა არ შეგიძლიათ, სცადეთ ნელთბილი აბაზანა ან შხაპი.
წყარო: www.verywellfamily.com