სუნთქვის გაძნელება ორსულებს ძირითადად მეორე ტრიმესტრში ეწყებათ. ბავშვის ზრდასთან ერთად მესამე ტრიმესტრში შეიძლება ეს სიმპტომი გახშირდეს.
რა იწვევს ორსულობის დროს სუნთქვის გაძნელებას?
ორსულობის ჰორმონები უბიძგებს თქვენს ტვინს, გაზარდონ თქვენი სუნთქვის სიხშირე და სიღრმე, რათა თქვენ მიიღოთ მეტი ჟანგბადი თქვენი ნაყოფისთვის.
ორსულობის პერიოდში თქვენი მზარდი საშვილოსნო აწვება თქვენს დიაფრაგმას. შედეგად, ფილტვები კარგად ვერ ფართოვდება სუნთქვის დროს და გიძნელდებათ სუნთქვა.
ნორმალურია ორსულობის დროს სუნთქვის გაძნელება?
მიუხედავად იმისა, რომ ეს არასასიამოვნოა, ნორმალურია ორსულობის დროს. ის ასევე უსაფრთხოა ნაყოფისთვის, რომელსაც მუდმივად ამარაგებს თქვენი პლაცენტა ჟანგბადით.
როგორ გავუმკლავდეთ ორსულობის დროს სუნთქვის გაძნელებას?
- დადექით, რაც შეიძლება, სწორად;
- იძინეთ მარცხენა გვერდზე;
- მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და ნუ დაიტვირთებით ზედმეტად.
როდის მივმართოთ ექიმს?
სუნთქვის ხშირად გაძნელება შეიძლება იყოს ანემიის სიმპტომი, ამიტომ ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ხომ არ არის საჭირო რკინის დონის გამოკვლევა.
თუ ძალიან გიჭირთ სუნთქვა და ტუჩები ან თითების წვერები გაგილურჯდათ, ან თუ გაქვთ გულმკერდის ტკივილი და გულისცემის აჩქარება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
წყარო: www.whattoexpect.com