Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენ, სავარაუდოდ, ფოკუსირებული ხართ იმაზე, თუ რას ასწავლით თქვენს ახლად ფეხადგმულ ბავშვებს და არა იმას, თუ რას ისწავლით მათგან. ბოლოს და ბოლოს, ბევრი რამ უნდა ასწავლოთ, დაწყებული მადლობის თქმიდან თასმების შეკვრამდე.

მაგრამ, არსებობს მრავალი ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლის სწავლაც თქვენი შვილისგან შეგიძლიათ. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ ღია იმ დაშვებისთვის, რომ თქვენი ახლად ფეხადგმული ბავშვი უკეთ აზროვნებს  გარკვეულ საკითხებში, ვიდრე მოზრდილები.

ქვემოთ მოცემულია გაკვეთილი, რომელთა სწავლა თქვენი ახლად ფეხადგმული ბავშვისგან შეგიძლიათ.

ნუ დანებდებით წარუმატებლობის შემდეგ

ახლად ფეხადგმულ ბავშვებს უფრო მეტი მარცხი აქვთ, ვიდრე წარმატება. ისინი ხშირად ეცემიან, ეღვრებათ წვნიანი, არ შეუძლიათ ემოციების მართვა და აწყობენ  ტანტრუმებს. თუმცა, მათი წარუმატებლობების არ რცხვენიათ და არ ასკვნიან, რომ მათ არაფერი შეუძლიათ. ამის ნაცვლად, ისინი წამოდგებიან და ხელახლა ცდილობენ მიაღწიონ სასურველს.

იყავით ცნობისმოყვარე

ახლად ფეხადგმული ბავშვების ცნობისმოყვარეობის შესახებ ყველამ იცის. ისინი სვამენ კითხვებს, ხსნიან ყველა უჯრას და ადიან კარადებზე, რათა შეისწავლონ გარემომცველი სამყარო.

ისინი  საგნებს უბრალოდ კი არ ათვალიერებენ, მთელი გრძნობებით იკვლევენ მათ. მათ სურთ დააგემოვნონ, იგრძნონ სუნი, მოისმინონ, შეეხონ და დაინახონ ყველაფერი, რაც მათ თვალწინაა.

იყავით მომთმენი

რა თქმა უნდა, ისინი ყველაფრის მიმართ ასეთი მოთმინებით არ გამოირჩევიან (მაგალითად, როდესაც სთხოვენ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არ სურთ). მაგრამ იმის დანახვამ, როგორ ცდილობს ბავშვი გააკეთოს ის, რაც მას აინტერესებს, შეიძლება ბევრი რამ გასწავლოთ თქვენი საკუთარი მოთმინების შესახებ.

ისიამოვნეთ მომენტით

ამ ასაკის ბავშვები ნაკლებად განიცდიან სინანულს წარსულის გამო და კიდევ უფრო ნაკლებად შფოთავენ მომავალზე. ისინი „აქ და ახლა“ ცხოვრობენ.

მხოლოდ მაშინ ჭამეთ, როცა მშიერი ხართ

ამ ასაკის ბავშვისთვის საჭმლის შეთავაზებამ შეიძლება თქვენი იმედგაცრუება გამოიწვიოს. ისინი ცნობილი მწვალებლები არიან და ხშირად საერთოდ უარს ამბობენ რაიმეს ჭამაზე.

მაგრამ ნათელი მხარე ისაა, რომ, როგორც წესი, ისინი მხოლოდ მაშინ ჭამენ, რომ შიათ. ისინი არ ჭამენ მხოლოდ იმიტომ, რომ სადილობის დროა და მათ არ აინტერესებთ თეფშების მოსუფთავება. ისინი უსმენენ თავიანთ სხეულს იმის გასაგებად, თუ როდის არის ჭამის დრო.

იყავით ის, ვინც ხართ

ამ ასაკის ბავშვებს არ ადარდებთ სხვების აზრი, რადგან საკუთარ თავზე არიან ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ზოგჯერ გამოხატავენ მორცხვობას, მაგრამ ამ დროს უფრო სხვა ადამიანებში არიან დაეჭვებული, ვიდრე საკუთარ თავში.

ითხოვეთ დახმარება, როცა დაგჭირდებათ

მიუხედავად იმისა, რომ ახლად ფეხადგმული ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად დამოუკიდებლები იყვნენ, ისინი ასევე ითხოვენ დახმარებას. მათ არ რცხვენიათ იმის აღიარება, რომ ვერ შეძლეს რაიმეს გაკეთება.

დააფასეთ პატარ-პატარა სიხარულები

ბავშვებს არ აინტერესებთ ძვირადღირებული ნივთები. მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შეიძლება მოახდინოს ცხოვრებისეულმა წვრილმანებმა, იქნება ეს ყვავილი მინდორში, შხაპუნა წვიმა თუ ახალი ყუთი სათამაშოდ.

გამოხატეთ თქვენი გრძნობები

ახლად ფეხადგმული ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა თვისება ის არის, რომ მათ ხშირად სჭირდებათ დახმარება ემოციების მართვაში (რადგან მათ ყოველთვის არ იციან, როგორ უნდა გამოხატონ გრძნობები სოციალურად მისაღები გზით).

ისინი ყოველთვის გამოხატავენ თავიანთ განცდებს და ეს არის ის, რისი სწავლაც შეგვიძლია მოზრდილებს, რადგან ჩვენ ხშირად ვცდილობთ ჩვენი ემოციები დავმალოთ.

გიყვარდეთ მთელი გულით

ბავშვებმა იციან, ვინ უყვართ და მათ არ ეშინიათ ამ განცდის ხშირად გამოხატვით შეაწუხონ საყვარელი ადამიანები. ასევე, არ ადარდებთ ის,  თუ ვინ გამოხატავს უფრო მეტ სიყვარულს. მათ უბრალოდ მთელი გულით უყვართ.

და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბრაზდებიან,  დიდხანს არ ინარჩუნებენ წყენას.

წყარო: www.verywellfamily.com

ფოტოები: giphy.com. Martin Novak

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5