Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როდის იწყებენ ჩვილები ხოხვას?

ჩვილების უმეტესობა ხოხვას იწყებს 9 თვის ასაკისთვის, თუმცა ზოგიერთი ბავშვი საერთოდ გამოტოვებს ამ ეტაპს და პირდაპირ დგომას და სიარულს სწავლობს.

როდის იწყებენ ჩვილები სიარულს?

ჩვილების უმეტესობა სიარულს 14 თვის ასაკისთვის იწყებს. თუმცა, ზოგიერთი ბავშვი პირველ ნაბიჯებს 7 თვის ასაკში დგამს. სიარულის დაწყება 18 თვემდე არ ითვლება დაგვიანებულად.

როდის ეწყებათ ჩვილებს კბილების ამოჭრა?

ჩვილებს პირველი კბილი ამოეჭრებათ 6-12 თვემდე და იშვიათ შემთხვევებში უფრო ადრე ან გვიან.

როდის იწყებენ ჩვილები ლაპარაკს?

ჩვილები 6 კვირიდან 3 თვემდე სწავლობენ ბგერების გამოცემას, ხოლო პირველ სიტყვებს დაახლოებით 9-14 თვის ასაკში წარმოთქვამენ.

როდის ისწავლიან ჩვილები ფერების ცნობას?


ბავშვების უმრავლესობა ყველა ფერის დასახელებას 2-3 წლის ასაკში სწავლობს.

როდის აღარ სჭირდებათ ჩვილებს შუადღის ძილი?

ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს პატარაზე. ზოგიერთი ბავშვი 2-3 წლის ასაკში მზადაა მთელი დღის უძილობისთვის, ზოგს კი 5 წლამდე სჭირდება დღისით ძილი. მაშინაც კი, თუ მას აღარ სურს დაძინება, დღის მეორე ნახევარში “წყნარი საათი” მშვენიერი აზრია, თქვენი და პატარას ენერგიის შესავსებად.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5