Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილებისთვის სასარგებლო საკვები პროდუქტებიდან, ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო, რომლებიც რეკომენდებულია ექიმებისა და ნუტრიციოლოგების მიერ და შეიცავს ამ ასაკისთვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას. ამავე დროს, მოსამზადებლად მარტივი და გემრიელია.

შეგახსენებთ, რომ 6 თვემდე ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძე ან ადაპტირებული ნარევია (“ფორმულა”) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ამ ასაკამდე ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას. 6 თვის შემდეგ დააკვირდით დამატებითი კვებისთვის  მზაობის ნიშნებს (ბავშვების უმრავლესობა მყარი საკვების მისაღებად მზადაა 4-დან 6 თვემდე) და ჰკითხეთ პედიატრს, რომელი პროდუქტით აჯობებს ახალი გემოების გასინჯვა. ყოველი უცნობი საკვების მიცემის შემდეგ დაელოდეთ 3 დღე, სანამ სხვა რამეს დაუმატებთ, რათა დააკვირდეთ, ხომ არ აქვს ბავშვს ალერგია მასზე.

ავოკადო

ეს კარაქისებრი ხილ-ბოსტნეული მდიდარია სასარგებლო უჯერი ცხიმებით, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. ცხიმების შემცველობით ის წააგავს დედის რძეს, ამიტომაც სასურველია, რომ დამატებითი კვებითი ავოკადოთი დაიწყოთ.

იდეები გასაფორმებლად: დაჭყლიტეთ ჩანგლით ან მოამზადეთ საბავშვო გუაკამოლე.

ბანანი

ბანანის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალო ის, რომ შეგიძლიათ ყველგან თან წაიღოთ. ის მდიდარია კალიუმით, ასევე შეიცავს  B6 და C ვიტამინებს, კალციუმს და რკინას.

იდეები გასაფორმებლად: მოამზადეთ ბანანისა და მანგოს პიურე.

მოცვი

მოცვი სავსეა ანტიოქსიდანტებით. მისი ლურჯი ფერი გამოწვეულია ფლავონოიდებით, რის გამოც სასარგებლოა თქვენი პატარას თვალისთვის, ტვინისთვის და საშარდე გზებისთვისაც კი.

იდეები გასაფორმებლად: კარგად დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ მოცვი. ეს მოიისფრო პიურე შეგიძლიათ აურიოთ საბავშვო იოგურტში.

ბროკოლი

ბროკოლი შეიცავს უჯრედისს, ფოლატს და  კალციუმს. რაც შეიძლება მალე გაასინჯეთ პატარას, რომ გაუღვივთ მწვანე ბოსტნეულის მიმართ სიყვარული.

იდეები გასაფორმებლად: მომზადეთ ორთქლზე, დაჭერით ბავშისთვის უსაფრთხო ნაჭრებად და გააგრილეთ.

ოსპი

პარკოსნები დიდი რაოდენობით ცილებს და უჯრედისს შეიცავენ.

იდეები გასაფორმებლად: მოამზადე სტაფილოსთან ერთად. უფრო მოზრდილ ბავშვს მოუმზადეთ ისპანახთან ერთად.

ხორცი

რკინის ნაკლებობა ანემიის ალბათობას ზრდის. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ხორცის პირველ დამატებით საკვებად მიცემას, რადგან ის კარგი წყაროა ცილების, თუთიის და რკინის მისაღებად. განსაკუთრებით წითელი ხორცი, რომლისგანაც ჩვილები უფრო ადვილად ითვისებენ რკინას, ვიდრე რკინით გამდიდრებული მარცვლეულისგან.

იდეები გასაფორმებლად: თუ თქვენს პატარას დამატებითი კვება ახალი დაწყებული აქვს, სცადეთ ინდაურის ან ქათმის ხორცის პიურე.

ქლიავი

ის რბილი, ტკბილი და უჯრედისით მდიდარი ხილია. დამატებითი კვება ბავშვის კუჭ-ნაწლავისთვის სერიოზული ცვლილებაა და შესაძლოა, შეკრულობა გამოიწვიოს. ქლიავი პიურეს სახით კი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის მოქმედებას.  

იდეები გასაფორმებლად: მიართვით ქლიავის პიურე ცალკე ან სხვა პროდუქტებთან შერევით, მაგალითად შვრია, ბურღულეული ან ვაშლი.  

ტკბილი კარტოფილი (ბატატი)

ბატატი ჩვილების ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია, მისი ტექსტურის და სიტკბოს გამო. ის შეიცავს ბეტა-კაროტინებს, C  ვიტამინს, რკინას და რკინას.

იდეები გასაფორმებლად: შეგიძლიათ შესთავაზოთ მხოლოდ ტკბილი კარტოფილის პიურე ან ქათმის ან ინდაურის ხორცთან ერთად.

გოგრა

გოგრა შეიცავს ბეტა-კაროტინებს, რომლებიც სასარგებლოა თვალებისთვის. მისი ბუნებრივი სიტკბო და კრემისებრი სტრუქტურა მოსწონთ ბავშვებს.

იდეები გასაფორმებლად: გოგრის პიურე მსუბუქი საჭმელია ჩვილებისთვის.

იოგურტი

იოგურტი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. მისი მიღება ჩვილისთვის შესაძლებელია 6 თვიდან, ბევრად ადრე, ვიდრე ძროხის რძის დალევას შეძლებს. აუცილებელია, რომ იყოს შაქრის გარეშე და საღი რძით დამზადებული.

წყარო: https://www.babycenter.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5