Skip to content Skip to sidebar Skip to footer

11 თვის ბავშვი: პირველი ნაბიჯებისაკენ

თქვენი 11 თვის ბავშვი ყოველდღე უფრო აქტიური და მოძრავი ხდება, და მისი ცნობისმოყვარეობა ეხმარება, განიცადოს ახალი გამოცდილებები და დაეუფლოს ახალ უნარებს. განაგრძეთ კითხვა, რათა მეტი შეიტყოთ მასზე და როგორ უნდა წაახალისოთ მისი განვითარება თამაშით, ძილით, კვებით.

ბავშვის განვითარების სტადიები

ამ თვეში ბევრ რამეს უნდა ელოდოთ, რადგან თქვენი 11 თვის ბავშვის ცნობისმოყვარეობას მიჰყავს ის ახალ და საინტერესო გამოცდილებებთან. ის შეიცნობს სამყაროს შეხების გრძნობით და, შესაძლოა, უკვე ფეხზე დგას “სამოგზაუროდ” მზადმყოფი”. დარწმუნდით, რომ გარემო უსაფრთხოა და დააკვირდით, როგორ აკეთებს ახალ-ახალ აღმოჩენებს.

ზრდა და ფიზიკური განვითარება: 

ახლოვდება მისი პირველი დაბადების დღე და თქვენი ბავშვის წონა, სავარაუდოდ, სამჯერ აღემატება მისი დაბადების წონას. ამ დროს ნორმალურია, მისი ზრდის ტემპი ოდნავ შემცირდეს. ამის მიზეზია ის, რომ ბავშვი გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე ოდესმე – ხოხავს, თამაშობს – და, შესაბამისად, მეტ კალორიას წვავს. და თუ მაინც რამე გაწუხებთ ბავშვის წონასთან, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაარკვიეთ თქვენს პედიატრთან.

თქვენი პატარას პირველი ნაბიჯები მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეამჩნევთ, რომ მისი ტერფები გარეთ არის შებრუნებული. ეს გავრცელებულია პატარებში, როდესაც ისინი სიარულს სწავლობენ. ბავშვს ჯერ არ გაუტარებია ბევრი დრო ფეხზე მდგარს, ამიტომ მისი თეძოების სახსრები მოშვებულია, რაც მისი ფეხებისა და ტერფების გარეთ შებრუნებას იწვევს. მისი პირველი დაბადების დღის შემდეგ ეს სახსრები დაიჭიმება და ტერფებიც წინ მიიმართება.

გრძნობები: შეხება და ტექსტურა

თქვენი მოძრავი 11 თვის პატარა ყველა გრძნობას იყენებს, შეხების ჩათვლით, რათა ისწავლოს და გაიზარდოს. თუკი სახლი ბავშვისთვის უსაფრთხოა, შეგიძლიათ აცალოთ უსაფრთხო სივრცეების კვლევა თქვენი მეთვალყურეობით. თუკი ასე არ არის, ქვემოთ არის ყველაფერი, რისი ცოდნაც დაგჭირდებათ სახლი რომ ბავშვისთვის უსაფრთხო გახადოთ, სამზარეულოდან სააბაზანომდე და მათ შორის. მას მოეწონება ღია უჯრები და თაროები და ეცდება გაარკვიოს ახალაღმოჩენილი ნივთების რაობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი მონაპოვარის უმეტესობა მის პირში აღმოჩნდება, ასე რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ საინტერესო ნივთებით, რათა შეეხოს და შეისწავლოს – განალაგოთ ისინი სახლში და მის გარშემო.

აგრეთვე, აუცილებელი არ არის, 11 წლის ბავშვის სათამაშოები ძვირი ან რთული იყოს, რათა მისი ყურადღება მიიპყროს და ხელი შეუწყოს ტვინის განვითარებას. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერმა შესაძლოა ის აღაფრთოვანოს.

– ფინჯნები, ჯამები და არამსხვრევადი კონტეინერები

– მუყაოს წიგნები დიდი სურათებით

– სხვადასხვა ზომის ბურთები (მაგრამ ისეთი პატარაც არა, რომ პირში ჩაეტიოს)

– ქაღალდის მილები, კვერცხის ჩასადები მუყაო ან წყლის ცარიელი ბოთლები

– კუბიკები ან სხვა ნივთები, რისი ერთმანეთთან დაკავშირებაც შეუძლია

სცადეთ შექმნათ შეგრძნებების ჩანთა (sensory bag) სხვადასხვა საინტერესო ნივთებით, რომლებიც სახალისო და უსაფრთხო იქნება თქვენი პატარასთვის, რათა დაინახოს, შეეხოს, უყნოსოს.

მოძრაობა: ყოველდღიური მოგზაურობა 

თქვენ ხედავდით, როგორ ვითარდებოდა თქვენი პატარას მოძრაობის უნარები, წონასწორობა და კოორდინაცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახლა კი თქვენი 11 თვის ბავშვი ალბათ უკვე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება. ის ავითარებს ფეხების კუნთების ძალას ისეთი მოძრაობებით, როგორიცაა ჩაცუცქვა, ფორთხვა და წამოწევა წამოსადგომად. ახლა ან ძალიან მალე, ის ალბათ მზად იქნება პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ავეჯზე დაყრდნობით. როდესაც ეს მოხდება, თქვენი პატარა უკვე ოფიციალურად მოგზაურობს.

დარწმუნდით, რომ დაფარეთ ყველა ბასრი კიდე და სათანადოდ გაამაგრეთ ყველა ავეჯი, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდოს და თვალყური ადევნეთ მის სიარულს. შეგიძლიათ ამ დროს მისი პატარა ხელებიც გეჭიროთ. როდესაც დარწმუნდება საკუთარ ძალებში და მისი წონასწორობაც გაუმჯობესდება, შეიძლება ხელი უშვას ავეჯს და სცადოს, რას შეძლებს დამოუკიდებლად.

კოგნიტური განვითარება: ორენოვანი ბავშვები

თუკი თქვენი ოჯახი ორენოვანია, მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ, ბავშვს მეორე ენა გააცნოთ, თუკი აქამდე არ გაგიკეთებიათ. პატარებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ ორი ენა, თუ ორივე მუდმივად ესმით. რა თქმა უნდა, დროდადრო შეიძლება დაიბნეს (ეს ენობრივი განვითარების ნორმალური ნაწილია), მაგრამ ზოგადად ძალიან პატარა ასაკიდან ორი ენის შესწავლა ნიშნავს, რომ ის ორივეს სათანადოდ დაეუფლება.

ისევე, როგორც უმჯობესდება მისი საუბრის უნარები, ასევეა მოსმენისა და გაგების უნარები. ახლა, შესაძლოა შეასრულოს თქვენი მარტივი მითითებები, მაგ. დაიქნიოს ხელი დამშვიდობების ნიშნად ან მისწვდეს სათამაშოს. ის ასევე სწავლობს, რომ ყველა ნივთს, რომელსაც ანჯღრევს, ურტყამს, აგდებს, საკუთარი ფუნქცია გააჩნია და შესაძლოა დაინახოთ, რომ სწორად იყენებს მათ, მაგ. სვამს ჭიქიდან ან ტელეფონი მიაქვს ყურთან.

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას

ახლა თქვენი პატარა უფრო მეტად ცნობისმოყვარეა, ვიდრე ოდესმე. შეუწყვეთ ხელი, გამოიკვლიოს გარემო და შეიტყოს მეტი სამყაროს შესახებ, 11 თვის ბავშვების შესაფერისი სათამაშოებით. შეარჩიეთ სათამაშოები, რომლებიც წაახალისებს მის ცნობისმოყვარეობას და განუვითარებს უნარებს, როგორიცაა თვალისა და ხელის კოორდინაცია. კუბიკები და რბილი სათამაშოები კარგია, ისევე როგორც ჩვეულებრივი საოჯახო ნივთები, როგორიცაა ხის კოვზები და კონტეინერები. შეგიძლიათ დაგეგმოთ გასვლა ადგილობრივ პარკში, ბიბლიოთეკაში, ან თუნდაც საბავშვო მუზეუმში, სადაც ბევრი ახალი ნივთი იქნება, რომელსაც შეიძლება შეეხო, დაინახო და გამოსცადო. ნება მიეცით “იბოდიალოს” თქვენი მეთვალყურეობით და დაინახავთ, როგორ ხარობს ახალი და საინტერესო საგნების აღმოჩენისას.

წაუკითხეთ მას და ეთამაშეთ იატაკზე ყოველდღე. კითხვა ხელს უწყობს ენისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას, ხოლო დაბალ დონეზე თამაში ეხმარება მისი ზრდადი სხეულის გაძლიერებას და აუმჯობესებს მის მოტორულ უნარებს.

11 თვის ბავშვის კვება

ახლოვდება მისი პირველი დაბადების დღე და შესაძლოა შენიშნოთ, რომ მისი მადა აღარ არის ისეთი, როგორც გასულ თვეებში იყო. მისი ზრდის ტემპი კლებულობს და მას ჭამის გარდა სხვა აქტივობებიც აინტერესებს. ის მეტ საკვებ ნივთიერებას იღებს მყარი საკვებისაგან, სვამს ნაკლებ დედის რძეს ან ფორმულას და გარკვეული უპირატესობებიც უყალიბდება. საჭმლის არჩევანი უფრო ფართოა, რადგან უკვე შეუძლია საწრუპი ფინჯნის და შეუძლია თვითონ მიირთვას მცირე finger foods. ახლა კარგი დროა თქვენი ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ბავშვი თქვენთან ერთად დასვათ სასადილოდ თავის მაღალ სკამზე. დარწმუნდით, რომ კარგად არის დაბმული და მოაშორეთ სკამი მაგიდას, რათა ვერ მიწვდეს.

11 თვის ბავშვის ძილი

ასეთი ბევრი აქტივობის გამო, თქვენს შვილს 9-დან 12 საათამდე ღამის ძილი სჭირდება, პლუს ორი წაძინება დღის განმავლობაში, თითო 30 წუთიდან 2 საათამდე. შესაძლოა ღამით გაეღვიძოს და იტიროს, მაშინაც კი თუ ადრე მთელი ღამით ეძინა. ეს ცრემლები შეიძლება გამოწვეული იყოს განშორების შფოთვით და ღამე ერთგვარ გამოწვევად აქციოს. თუკი ხედავთ, რომ თავს არიდებს ძილს ან ღამით იღვიძებს, გახსოვდეთ რომ ეს ბუნებრივი პასუხია თქვენგან შორს ყოფნის სტრესზე.

კარგია მუდმივი დაძინების რიტუალის ქონა – დამამშვიდებელი აბაზანა, ამბის კითხვა, მსუბუქი მასაჟი მოსადუნებლად.

რა უნდა სცადოთ, თუ თქვენი ბავშვი ღამით იღვიძებს:

– შეამოწმეთ, ავად ხომ არ არის?

– შეამოწმეთ მისი საფენი – შესაძლოა გამოსაცვლელია

შესაძლოა დამთრგუნველი იყოს, რომ თქვენს პატარას ისე აღარ სძინავს, როგორც ადრე, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ისწავლის საკუთარი თავის დამშვიდებას და ძილის შებრუნებას.

თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა: საყოფაცხოვრებო ინცინდენტების თავიდან აცილება 

თქვენი პატარა ტკბება თავისი ახლად აღმოჩენილი მობილობით, მაგრამ ეს ალბათ არ ჩაივლის მცირე ნაიარევებისა და დალურჯებების გარეშე. დაცემა, დამწვრობა, მცირე ჭრილობები და ნაკაწრები ყველაზე გავრცელებული საყოფაცხოვრებო დაზიანებებია. ეს შეიძლება მოხდეს იმისდა მიუხედავად, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სახლი ბავშვისთვის უსაფრთხო ყოფილიყო. მუდმივად თვალყური ადევნეთ მას და დარწმუნდით, რომ მხოლოდ უსაფრთხო ადგილებს “იკვლევს”. თუ სახლში კიბეები გაქვთ, დააყენეთ ჭიშკარი ან ღობეები ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებლად. დაფარეთ ელექტროღიობები და ფრთხილად იყავით როცა თქვენი შვილის სიახლოვეს ცხელ სასმელს ან საჭმელს ჩამოატარებთ. თქვენ, თქვენმა პარტნიორმა და სხვა ნებისმიერმა მზრუნველმა უნდა იცოდეს ბავშვთა პირველადი დახმარება (CPR) და თუ როგორ უნდა გაათავისუფლოთ ბავშვის სასუნთქი გზები გადაცდენის შემთხვევებში. ხელმისაწვდომ ადგილას იქონიეთ სასწრაფო დახმარების ნომრები.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი რძე სჭირდება 11 თვის ბავშვს? ამ ასაკის ბავშვებს სულ მცირე 750 კალორია სჭირდება დღეში, დაახლოებით ნახევარი დედის რძეზე ან ფორმულაზე უნდა მოდიოდეს – დღეში დაახლოებით 680 გრამი უნდა მიიღოს.

რამდენი უნდა ეძინოს 11 თვის ბავშვს? 9-12 საათი ღამის განმავლობაში, დამატებით ორი 30 წუთიდან 2 საათამდე წაძინება დღის განმავლობაში.

რა ტიპის საკვები შეიძლება მივცე ჩემს 11 თვის ბავშვს? შეიძლება პატარა, რბილი finger foods, როგორიცაა ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული, ბანანი, პასტა, პური ან ქათმის ხორცი. მოერიდეთ არაქისის კარაქის, უმი ბოსტნეულის ან ყურძნის მთელი მარცვლების მიცემას.

როდის შეგიძლიათ ფორმულის მიცემა შეწყვიტოთ? პირველი დაბადების დღის შემდეგ შეგიძლიათ ბავშვი გადაიყვანოს სრულ ან 2 პროცენტიან ძროხის რძეზე. თუმცა ამ დროს ჯერ კიდევ სჭირდება საკვები ნივთიერებები, რომელთაც დედის რძე ან ფორმულა  შეიცავს. თუკი რძეზე ალერგიის რაიმე სიმოტომებს შენიშნავთ, მიმართეთ პედიატრს.

როდის შეუძლია ბავშვს კვერცხის ჭამა? შეგიძლიათ 11 თვისას შესთავაზოთ შემწვარი კვერცხი როგორც finger food – გემრიელია, ადვილად მოსამზადებელი და ბევრ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ პატარას შესაძლოა კვერცხზე ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, რის შემთხვევაში პედიატრს უნდა მიმართოთ.

შეიძლება ბავშვი ჯერ კიდევ წოვდეს თავის ცერს? ზოგიერთი ამ ჩვევას 6-7 თვის ასაკში ანებებს თავს, ზოგი კი წლის შემდეგაც შეიძლება აგრძელებდეს და სანერვიულო არაფერია. თუკი ბავშვი 5 წლის ასაკშიც წოვს ცერს, მიმართეთ პედიატრს რათა თავიდან აიცილოთ სასის დეფორმაცია ან კბილების განლაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.

თქვენი ცხოვრება მშობლის როლში: 

თქვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კარგი მშობელი იყოთ, მაგრამ შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენი სოციალური ცხოვრება შეიცვალა (ან გაქრა) ბავშვის გაჩენის შემდეგ. თქვენი ცხოვრება ახლა სხვაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია დრო გაატაროთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან, ვისაც თქვენთვის ასე საჭირო მხარდაჭერის შემოთავაზება შეუძლიათ.

სცადეთ დაუკავშირდეთ მშობლებს თქვენს გარშემო სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მეშვეობით.

ამ დროს ასევე ძნელია საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა. რეგულარულად აკეთეთ რაიმე თქვენთვის სასიამოვნო (ჰობი, ვარჯიში, ძველ მეგობრებთან ურთიერთობა). შეგიძლიათ ბავშვი თან წაიყვანოთ ან დატოვოთ ძიძასთან.

წვეულების დაგეგმვა

შეგიძლიათ მზადება დაიწყოთ თქვენი პატარას პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად – დაგეგმოთ წვეულება ოჯახისა და მეგობრებისათვის. მშვენიერია ამ დღის აღნიშვნა, მაგრამ ეცადეთ სტრესის შემცირება – ნუ იქნებით პერფექციონისტი. და გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ბავშვს შესაძლოა არ უყვარდეს ხალხმრავლობა და საზეიმო ატმოსფერო.

დასაწყისისათვის, შეარჩიეთ თემა წვეულებისათვის – ფერ(ებ)ი, ან ის რაც თქვენს პატარას მოსწონს – მატარებლები, ცხოველები, პრინცესები. ეს გააიოლებს სხვა დეკორაციებისა და ა.შ. მოძიებას. გადაიღეთ ბევრი ფოტო და კარგად გაერთეთ პატარასთან ერთად – თქვენ ორივემ დაიმსახურეთ ეს.

თქვენი გეგმები ამ თვეში

  • მოემზადეთ ერთი თვით ადრე. მეტი გაიგეთ, რა არის მაღაზიებში თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის, როდესაც 12 თვის გახდება.
  • დაგეგმეთ წვეულება პატარას პირველი დაბადების დღისთვის. მეტი შეიტყვეთ, როგორ გახადოთ ის უსაფრთხო, წარმატებული და სახალისო.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/baby/development/article/11-month-old-baby

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5