ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ჩვენს სამყაროში დღესაც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება, ძირითადად, დაუსჯელობის, დუმილის, სტიგმისა და სირცხვილის გამო.
ზოგადად, ის შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ფორმებში და მოიცავს:
- ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა (ცემა, ფსიქოლოგიური ჩაგვრა, ოჯახში გაუპატიურება, ფემიციდი);
- სექსუალური ძალადობა;
- ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
- ქალის გენიტალიების დასახიჩრება;
- ბავშვთა ქორწინება.
ყოველი 3 ქალიდან თითქმის 1 განიცდის ძალადობას სიცოცხლის განმავლობაში. კრიზისების დროს რიცხვები იზრდება, როგორც ეს ჩანს COVID-19-ის პანდემიისა და ბოლო ჰუმანიტარული კრიზისების, კონფლიქტებისა და კლიმატური კატასტროფების დროს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეფუძნება 13 ქვეყნის მონაცემებს პანდემიის დაწყების მომენტიდან, 3 ქალიდან 2 აღნიშნავს, რომ მათ ან მათ ნაცნობ ქალებს განუცდიათ ძალადობის რაიმე ფორმა და უფრო მეტად ემუქრებათ საკვების დეფიციტი. 10 ქალიდან მხოლოდ 1-მა თქვა, რომ მსხვერპლებმა უნდა მიმართონ პოლიციას დახმარებისთვის.
გავრცელების მიუხედავად, გენდერული ძალადობა გარდაუვალი არ არის. მისი პრევენცია შესაძლებელია და აუცილებელიც. ამ ძალადობის შეჩერება იწყება ძალადობაგამოვლილებისადმი ნდობით, ყოვლისმომცველი და ინკლუზიური მიდგომების დანერგვით, რომლებიც უმკლავდება ძირითად მიზეზებს, გარდაქმნის მავნე სოციალურ ნორმებს და აძლიერებს ქალებსა და გოგონებს, ძალადობაგამოვლილ ქალებზე ორიენტირებული ძირითადი სერვისებით, როგორიცაა პოლიცია, მართლმსაჯულება, ჯანდაცვა და სოციალური სექტორი, და საკმარისი დაფინანსებით ქალთა უფლებების სფეროში, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ გენდერული ძალადობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური 16 დღიანი კამპანიის მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა. მიმდინარე წლის თემაა „გაანარინჯისფრე სამყარო. დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა ახლავე!“. ნარინჯისფერი ჩვენი ფერია, რომელიც ნიშნავს ნათელ მომავალს, სადაც არ არის ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ. გახდი ნარინჯისფერი მოძრაობის ნაწილი!
წყარო: www.un.org
PHOTO:UN Women