Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

კომპანია ბიოქიმფარმმა, მომხმარებლებს სპეციალური აქცია შესთავაზა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ. სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერი,  ოქტომბრის თვიდან მოყოლებული მომხმარებელს, საჩუქრად გადაეცემოდა ფაგიო® სპრეის შეძენისას. აქციით უკვე ისარგებლა 25,000-მდე მომხმარებელმა და ინიციატივა შესაძლოა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს.

აღნიშნული ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერი, შემოწმებული და რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის

ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ.

კომპანიის ინიციატივით შექმნილი, საქველმოქმედო დანიშნულების ხელის სანიტაიზერი ასევე საჩუქრად გადაეცა 1250 – სამედიცონო პერსონალს, 1000 – მდე მიუსაფარ ბავშვს, ჰოსპისებსა და მოხუცებულებს.

„ჩვენი კომპანიის საქმიანობა მთლიანად მიძღვნილია ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატების შექმნა-წარმოებაზე და მათი მეშვეობით ისეთ მწვავე დაავადებებთან ბრძოლაზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკებიც კი ვერ უმკლავდებიან.

აღნიშნული პრეპარატები პანდემიის განმავლობაშიც აქტიურად გამოიყენება მეორადი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის. გლობალური პანდემიის ფონზე, ჩვენი ძირითადი საქმიანობის გარდა, ვცდილობდით გვეპოვა ის შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც შევძლებდით პანდემიასთან და მის თანმხლებ პრობლემებთან ბრძოლაში კონტრიბუციას და გვიხარია, რომ ანტიბაქტერიული ხელის სანიტაიზერების ინიციატივა წარმატებული გამოდგა“ – აცხადებენ კომპანიაში

ბიოქიმფარმი ფაგიოსა და სხვა ფაგის პრეპარატების მწარმოებელი ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც საქართველოში არსებულ თითქმის საუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით ქმნის და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ ალტერნატივას. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში და ასევე ხდება ფაგების ექსპორტი დამატებით 8 ქვეყანაში.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5