Skip to content Skip to sidebar Skip to footer

7 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე.

“9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში იქნება შეჩერებული როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და იგივე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ამავე ქალაქებში 9 ნოემბრიდან 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5