დისბაქტერიოზი, ფაღარათი, კვებითი ინტოქსიკაცია და ნაწლავური ინფექციები იმდენად ხშირია, რომ მათი რეალური მასშტაბის აღქმა მარტივი არაა. საერთაშორისო კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ეს არა მხოლოდ დროებითი დისკომფორტი, არამედ ყოველწლიურად 800 მილიონზე მეტი ადამიანის რეგულარული პრობლემაა. ნაწლავური ინფექციები მსოფლიოში დაავადების მნიშვნელოვანი ტვირთის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 2026 წლის განახლებული შეფასებით, ნაწლავური ინფექციების დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურადთითქმის ყოველი მეცხრე ადამიანი იტანჯება, ხოლო დაახლოებით 1.52 მილიონი ადამიანი იღუპება. 5 წლამდე ბავშვებზე ამ დაავადებების ჯანმრთელობის ტვირთის დაახლოებით 29% მოდის, მისი უდიდესი ნაწილი უფროს ასაკობრივ ჯგუფებზე ნაწილდება. ასევე საგანგაშო მდგომარეობაა დიარეის მიმართულებით. დიარეაც გლობალური მასშტაბის პრობლემაა. WHO-ის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში დიარეის დაახლოებით 1.7 მილიარდი შემთხვევა ფიქსირდება.
სწორედ ამიტომ, ნაწლავური ინფექციების მართვა მხოლოდ სიმპტომების დროებით შემცირებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ინფექციის გამომწვევი მიზეზის, ბაქტერიული შტანისა და ნაწლავის მიკრობიომზე შესაძლო გავლენის გათვალისწინებაც.
რა არის ნაწლავური მიკროფლორა და რა როლს ასრულებს ის?
ნაწლავის მიკროფლორა ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, საკვები ნივთიერებების შეწოვასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ბაქტერიულმა ინფექციებმა, კვებითმა ინტოქსიკაციებმა და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ეს ბალანსი და გამოიწვიოს დიარეა, მუცლის დისკომფორტი და სხვა საჭმლის მომნელებელი დარღვევები.
ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური პრობლემა და გამოსავალი
მართალია ანტიბიოტიკების აღმოჩენამ ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა მნიშვნელოვნად შეცვალა, თუმცა მათი არასწორი, ჭარბი ან არასაჭირო გამოყენება ხელს უწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას. შედეგად, დროდადრო ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, რაც ინფექციების მკურნალობას ართულებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გლობალურ გამოწვევად რჩება. ანტიბიოტიკორეზისტენტობით გამოწვეული პრობლემებით ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიაი იღუპება, რაც მიმდინარე ტემპით 2050 წლისთვის 10 მილიონს მიაღწევს.
სწორედ ამიტომ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ახალი და მიზანმიმართული მიდგომების განვითარება, რომლებიც ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში დამატებით შესაძლებლობებს შექმნის. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანია მიმართულებაა ბაქტერიოფაგების გამოყენება: ბუნებრივი ანტიმიკრობული აგენტების, რომლებიც კონკრეტულ, დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებზე მოქმედებენ და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ აზიანებენ სასარგებლო მიკროფლორას. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიის, ბიოქიმფარმის, პრეპარატი ფაგესტი®, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ბაქტერიის მიმართ მოქმედი ბაქტერიოფაგებია გაერთიანებული.
ფაგესტი®
წლების განმავლობაში კომპანია ბიოქიმფარმის პრეპარატი „ფაგიო“ მილიონობით მომხმარებლის ნდობას იმსახურებს. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დედების 93%-მა იცის და ენდობა ფაგიოს უპრეცედენტო უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ამავე გამოცდილებასა და მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე ბიოქიმფარმის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი ფაგესტი® იმკვიდრებს თავს – ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული ინფექციებისა და დისბაქტერიოზის მართვისთვის.
ფაგესტის® ბუნებრივი და უნიკალური მახასიათებლების, ასევე უპრეცედენტო უსაფრთხოების პროფილის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციისთვის;
- დისბაქტერიოზი, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი;
- კვებითი ინტოქსიკაცია, გასტეროენტერიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი;
- სალმონელოზი, კოლი ინფექცია (ეშერიხიოზი), შიგელოზი.
რატომ არის ნაწლავის მიკრობიომი დაცვა მნიშვნელოვანი?

ტრილიონობით ბაქტერია, სოკო და ვირუსი, რომლებიც ქმნიან ადამიანის ნაწლავურ მიკრობიომს, ვითარდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და კვლევების თანახმად, ჩვენ პირველად მათ დედების საშვილოსნოშივე ვხვდებით. რაც უფრო ვიზრდებით, ნაწლავის მიკრობიომა განაგრძობს გამრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის რეაქციებზე და ტვინის ფუნქციონირებაზე. იმუნურ უჯრედებთან კომუნიკაციით, ნაწლავის მიკრობიომი აკონტროლებს, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ინფექციის შემოჭრისას.
რა იწვევს მიკრობიომის დაქვეითებას?

ნაწლავის მიკრობიომაში ბაქტერიების 93% პოტენციურად საშიშია. ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, პირდაპირ კავშირშია ნაწლავის მიკრობიომის დაქვეითებასთან. მარტივმა და ბანალურმა კვებითმა ინტოქსიკაციამ ან ინფექციამ შეიძლება დისბქტერიოზი განავითაროს. ინფექციებთან ბრძოლისა და ბაქტერიების კონტროლისთვის სტანდარტულად ანტიბიოტიკებს იყენებენ. თუმცა, ანტიბიოტიკების თითქმის ყველა ჯგუფი მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ მოქმედებს ბაქტერიებზე. ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება აძლიერებს და იმუნურს ხდის ბაქტერიებს, რაც ხელს უწყობს მათი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. ასევე ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტი შეიძლება ნაწლავის მიკროფლორაში სასარგებლო მიკრობების განადგურება იყოს. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს დიარეას (ფაღარათს), ან დისბაქტერიოზს. საერთაშორისო კვლევების თანახმად პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების განვითარებას სწორად გადატანილ ინფექციურ დაავადებას უკავშირებს.
როგორ მუშაობს ფაგესტი® ?

ფაგესტი® ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც როგორც ფაგიო, გამოიყენება როგორც ზრდასრულებში ასევე ბავშვებში და ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც. ბუნებრივ ანტიმიკრობულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ის ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თანმხლები გვერდითი ეფექტების გარეშე. ფაგესტი® არის ინოვაციური საშუალება. ის წარმოადგენს ფაგების კოქტეილს, რომელიც შედგება ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტებისგან, რომლებსაც ბაქტერიოფაგები, ან უბრალოდ ფაგები ეწოდება. ინოვაციური საშუალება შექმნილია ბაქტერიებით (Salmonella, Shigella, E.coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas and Enterococcus) გამოწვეული ინფექციების როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის მიზნით.

ფაღარათისა და დისბაქტერიოზის დროს ფაგესტი®, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, მიზანმიმართულად ანადგურებს დაავადების გამომწვევ, მავნე (პათოგენურ) ბაქტერიებს, მათ შორის რეზისტენტულს, რაც განაპირობებს უსაფრთხოების უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. ის ანადგურებს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის) გამომწვევ მავნე ბაქტერიებს. ფაგესტი® ზრდის პრობიოტიკებით თერაპიის ეფექტურობას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება პრობიოტიკებთან ერთად კომბინაციაში.


ფაგესტი® არის ქართული პროდუქტი და იწარმოება ევროპული სტანდარტით, რაც განასხვავებს მას სხვა პრეპარატებისგან და განსაზღვრავს მის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას.

