
კუჭ-ნაწლავის პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს. კვებითი ინტოქსიკაცია, ბაქტერიული ინფექციები, ფაღარათი, დისბაქტერიოზი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დარღვევები ერთნაირად შეიძლება შეეხოს როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებების არჩევა, რომლებიც მთელი ოჯახის ჯანმრთელობაზეა მორგებული.
წლების განმავლობაში კომპანია ბიოქიმფარმის პრეპარატი „ფაგიო“ მილიონობით მომხმარებლის ნდობას იმსახურებს. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დედების 93%-მა იცის და ენდობა ფაგიოს უპრეცედენტო უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ამავე გამოცდილებასა და მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე ბიოქიმფარმის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი ფაგესტი® იმკვიდრებს თავს – ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული ინფექციებისა და დისბაქტერიოზის მართვისთვის.
ფაგესტის® ბუნებრივი და უნიკალური მახასიათებლების, ასევე უპრეცედენტო უსაფრთხოების პროფილის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციისთვის;
- დისბაქტერიოზი, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი;
- კვებითი ინტოქსიკაცია, გასტეროენტერიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი;
- სალმონელოზი, კოლი ინფექცია (ეშერიხიოზი), შიგელოზი.
რატომ არის ნაწლავის მიკრობიომი დაცვა მნიშვნელოვანი?

ტრილიონობით ბაქტერია, სოკო და ვირუსი, რომლებიც ქმნიან ადამიანის ნაწლავურ მიკრობიომს, ვითარდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე და კვლევების თანახმად, ჩვენ პირველად მათ დედების საშვილოსნოშივე ვხვდებით. რაც უფრო ვიზრდებით, ნაწლავის მიკრობიომა განაგრძობს გამრავალფეროვნებას და ეს მრავალფეროვნება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას, რაც დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის რეაქციებზე და ტვინის ფუნქციონირებაზე. იმუნურ უჯრედებთან კომუნიკაციით, ნაწლავის მიკრობიომი აკონტროლებს, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ინფექციის შემოჭრისას.
რა იწვევს მიკრობიომის დაქვეითებას?

ნაწლავის მიკრობიომაში ბაქტერიების 93% პოტენციურად საშიშია. ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, პირდაპირ კავშირშია ნაწლავის მიკრობიომის დაქვეითებასთან. მარტივმა და ბანალურმა კვებითმა ინტოქსიკაციამ ან ინფექციამ შეიძლება დისბქტერიოზი განავითაროს. ინფექციებთან ბრძოლისა და ბაქტერიების კონტროლისთვის სტანდარტულად ანტიბიოტიკებს იყენებენ. თუმცა, ანტიბიოტიკების თითქმის ყველა ჯგუფი მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ მოქმედებს ბაქტერიებზე. ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება აძლიერებს და იმუნურს ხდის ბაქტერიებს, რაც ხელს უწყობს მათი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. ასევე ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტი შეიძლება ნაწლავის მიკროფლორაში სასარგებლო მიკრობების განადგურება იყოს. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს დიარეას (ფაღარათს), ან დისბაქტერიოზს. საერთაშორისო კვლევების თანახმად პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების განვითარებას სწორად გადატანილ ინფექციურ დაავადებას უკავშირებს.
როგორ მუშაობს ფაგესტი® ?

ფაგესტი® ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც როგორც ფაგიო, გამოიყენება როგორც ზრდასრულებში ასევე ბავშვებში და ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც. ბუნებრივ ანტიმიკრობულ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ის ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს თანმხლები გვერდითი ეფექტების გარეშე. ფაგესტი® არის ინოვაციური საშუალება. ის წარმოადგენს ფაგების კოქტეილს, რომელიც შედგება ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტებისგან, რომლებსაც ბაქტერიოფაგები, ან უბრალოდ ფაგები ეწოდება. ინოვაციური საშუალება შექმნილია ბაქტერიებით (Salmonella, Shigella, E.coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas and Enterococcus) გამოწვეული ინფექციების როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის მიზნით.

ფაღარათისა და დისბაქტერიოზის დროს ფაგესტი®, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, მიზანმიმართულად ანადგურებს დაავადების გამომწვევ, მავნე (პათოგენურ) ბაქტერიებს, მათ შორის რეზისტენტულს, რაც განაპირობებს უსაფრთხოების უპრეცედენტოდ მაღალ დონეს. ის ანადგურებს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (დისბაქტერიოზის) გამომწვევ მავნე ბაქტერიებს. ფაგესტი® ზრდის პრობიოტიკებით თერაპიის ეფექტურობას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება პრობიოტიკებთან ერთად კომბინაციაში.


ფაგესტი® არის ქართული პროდუქტი და იწარმოება ევროპული სტანდარტით, რაც განასხვავებს მას სხვა პრეპარატებისგან და განსაზღვრავს მის მაღალ ხარისხსა და ეფექტურობას.

