
შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იმატებს რესპირატორული ინფექციების გავრცელება. გრიპი, გაციება და სხვა ინფექციები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ხშირად მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და გართულების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მათი პრევენცია.
რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ინფექციებს?
ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
- სურდო ან ცხვირის გაჭედვა;
- ხველა და ყელის ტკივილი;
- ცემინება;
- ტემპერატურის მატება ან შემცივნება;
- დაღლილობა, თავისა და კუნთების ტკივილი;
- ზოგჯერ ღებინება ან დიარეა, განსაკუთრებით ბავშვებში.
გრიპის დროს სიმპტომები ხშირად მოულოდნელად იწყება და უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივი გაციების დროს.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
უმეტეს შემთხვევაში სეზონური ინფექციები მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს ანგინა, სინუსიტი, ბრონქიტი, ფარინგიტი.
გართულებების მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე, 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების ან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები.
როგორ დავიცვათ თავი?
გრიპისგან თავის დაცვისთვის რეკომენდებულია:
- ხელების რეგულარული დაბანა;
- ხველისა და ცემინებისას პირისა და ცხვირის დაფარვა;
- ავად ყოფნისას სახლში დარჩენა და ახლო კონტაქტის შემცირება;
- ოთახების განიავება;
- ხალხმრავალ დახურულ სივრცეებში საჭიროების შემთხვევაში ნიღბის გამოყენება.
როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა?
განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა, თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა, ტუჩები ან სახე ულურჯდება, აქვს გაუწყლოების ნიშნები, უჩვეულო ძილიანობა ან ძლიერი სისუსტე, ან სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ მდგომარეობა კვლავ უარესდება.
სეზონური ინფექციები და ბაქტერიული გართულებები
ინფექციის მიმდინარეობისას ან მის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული გართულება მაგალითად, ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება ან ბრონქიტი, რა დროსაც მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის სწორად შერჩევა. არ არის რეკომენდებული თვითნებურად მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკები და მხოლოდ სიმპტომების შესამსუბუქებელი სხვადასხვა ძლიერი ჯგუფის პრეპარატები. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის განსაზღვრა უნდა მოხდეს პედიატრის მიერ.
როგორ დავიცვათ თავი გართულებებისგან?
ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენენ ფაგების პრეპარატები. ფაგი ანტიბიოტიკისგან განსხვავებით მიზანმიმართულად აქრობს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიას და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას.
ფაგიო®
საქართველოში ყველაზე გამოცდილი და ეფექტური ფაგის პრეპარატია ფაგიო, რომელიც პედიატრების ყველაზე საიმედო დამხმარე საშუალებაა დაავადებების მართვისას. ქართველი დედების 93% ირჩევს ფაგიო®-ს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას საოჯახო პრაქტიკაში.
ფაგიო® გამოიყენება როგორც ინფექციების სამკურნალოდ, ასევე გაციებისა და გრიპის დროს ბაქტერიური გართულებების პრევენციისთვის.
ინგა მამუჩიშვილი – ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერება დოქტორი ფაგიო®-ს შესახებ:
სეზონური გრიპისა და ინფექციების სეზონზე ბავშვის დასაცავად მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა, სიმპტომების დროული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: dedamicis.ge-ზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონტენტს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.

