ბაღში სიარული ბავშვისთვის ახალი მეგობრებისა და თავგადასავლების პერიოდია, თუმცა მშობლებისთვის ხშირად სურდოს, ხველისა და სხვა ინფექციების გამოც ხდება ნაცნობი. საერთო სათამაშოები, ახლო კონტაქტი და ჰიგიენის წესების დავიწყება ინფექციების გავრცელებას ხელს უწყობს. ბავშვის სრულად დაცვა შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე მარტივი ჩვევით რისკების შემცირება შეგვიძლია.
1. ხელების დაბანა ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ
ასწავლეთ პატარას ხელების საპნით დაბანა ბაღიდან დაბრუნებისას, ჭამის წინ და ცხვირის მოწმენდის შემდეგ. პროცესი სახალისოდ აქციეთ: მაგალითად, ხელების დაბანისას ერთად იმღერეთ. ასე ჰიგიენის წესების დაცვა ბავშვის ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი გახდება.
2. ხველისა და ცემინების სწორი წესი
აუხსენით ბავშვს, რომ ცემინებისას ან ხველებისას პირი და ცხვირი ერთჯერადი ხელსახოცით ან იდაყვის შიდა მხარით დაიფაროს. თავადაც აჩვენეთ მაგალითი, რადგან პატარები უფროსების ქცევას ხშირად იმეორებენ.
3. გახსოვდეთ: პრევენცია გამოჯანმრთელებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია
ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ იწყება, როცა პირველი სიმპტომები ჩნდება. მნიშვნელოვანია ჰიგიენა, ოთახების განიავება, სრულფასოვანი კვება და საკმარისი ძილი. ამასთან, მშობლები ხშირად იყენებენ პედიატრების მიერ რეკომენდებულ ისეთ თავდაცვით საშუალებებს, როგორიცაა ფაგიო. ფაგიოსთან დაკავშირებით პლატფორმა დედამიცისთან საუბრობს ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი:
„ფაგიო ჩემთვის როგორც პედიატრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დასაყრდენია. ბაქტერიული ინფექციების დროს ძირითადად ფაგების გამოყენებით ხდება მკურნალობის დაწყება ჩემს მიერ, როგორიცაა: ტონზილიტი (ანგინა), სინუსიტი, ბრონქიტი, ბაქტერიული რინიტი, ჰაიმორიტი.
გამოიყენება როგორც ბაქტერიული ასევე ვირუსული ინფექციის დროს. ასეთ შემთხვევაში ფაგით დაწყება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას და ამცირებს ანტიბიოტიკის გამოყენების რისკს. ვირუსული ინფექციების დროს, მოგეხსენებათ სწრაფად ხდება მეორადი ბაქტერიული ფლორის გააქტიურება და ამის დასათგრუნად ფაგების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.“

4. ავადმყოფობის ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ
თუ ბავშვს სიცხე, ძლიერი ხველა, სისუსტე ან სხვა საყურადღებო სიმპტომები აქვს, დატოვეთ სახლში და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს. დასვენება პატარას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, სახლში დარჩენა კი სხვა ბავშვების დაინფიცირების რისკსაც შეამცირებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: dedamicis.ge-ზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონტენტს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.

