
როცა დედა ხდები, შენი ფიქრები თითქოს არასდროს ჩერდება. ფიქრობ, როგორ გაიზრდება შენი პატარა, რა აინტერესებს, რა გამოუვა და ვინ უნდა გახდეს, როცა გაიზრდება.
გინდა, რომ ბედნიერი იყოს, საკუთარი გზა იპოვოს და ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. შეძლოს სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, იმოგზაუროს, მიიღოს კარგი განათლება და არასდროს თქვას უარი ოცნებებზე მხოლოდ ფინანსური მიზეზების გამო.
შესაძლოა, დღეს ეს ყველაფერი ძალიან შორეულ მომავალს ჰგავს. შენი პატარა ჯერ კიდევ პირველ სიტყვებს ამბობს, თუმცა დრო სწრაფად გადის. ამიტომ, სანამ ის საკუთარ მომავალზე ფიქრს დაიწყებს, უკვე შეგიძლიათ მისთვის პატარა ფინანსური საფუძვლის შექმნა.
ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი დიდი თანხა გვქონდეს.
50 ლარიც საკმარისია პირველი ნაბიჯისთვის
ხშირად გვგონია, რომ შვილის მომავლისთვის ფულის დასაგროვებლად მნიშვნელოვანი შემოსავალი გვჭირდება. სინამდვილეში კი ყველაზე მნიშვნელოვანი არა თანხის ოდენობა, არამედ დრო და რეგულარულობაა.
წარმოიდგინე, რომ ბავშვის დაბადებიდან ყოველთვიურად მხოლოდ 50 ლარს გადადებ. ერთი შეხედვით, ეს მცირე თანხაა, მაგრამ წლების შემდეგ მისი მნიშვნელობა სულ სხვა იქნება.
ვნახოთ, რამდენის დაგროვებას შევძლებთ სხვადასხვა ოდენობის ყოველთვიური შენატანით:
| ყოველთვიური დანაზოგი | 10 წელიწადში | 18 წელიწადში |
| 50 ლარი | 6 000 ლარი | 10 800 ლარი |
| 100 ლარი | 12 000 ლარი | 21 600 ლარი |
| 200 ლარი | 24 000 ლარი | 43 200 ლარი |
ცხრილში მოცემულია მხოლოდ შენატანების ჯამი, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოებისა და ინფლაციის გათვალისწინების გარეშე.
ეს თანხა მომავალში შეიძლება მოხმარდეს უნივერსიტეტის სწავლის საფასურს, უცხოეთში სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას, საჭირო ტექნიკის შეძენას ან პროფესიული კურსების გავლას.
როგორ დავიწყოთ შვილისთვის ფულის შეგროვება?
დედებისთვის ყოველდღიური ხარჯების განაწილება მარტივი არასდროს არის. ბავშვის საჭიროებები, საყიდლები და სახლის ხარჯები ხშირად გვავიწყებს იმას, რომ მომავალზეც უნდა ვიზრუნოთ.
ამიტომ დანაზოგის შექმნა მარტივი და რეალისტური გეგმით ჯობს დავიწყოთ.
დაიწყე მცირე თანხით. თუ ამ ეტაპზე თვეში 30 ან 50 ლარის გადადება შეგიძლია, ესეც საკმარისია. ნუ დაელოდები იმ დღეს, როცა მეტი ფული გექნება.
გადადო თანხა შემოსავლის მიღებისთანავე. თვის ბოლოს დარჩენილი თანხის იმედად ყოფნას სჯობს, დანაზოგი წინასწარ გაითვალისწინო.
გაზარდე შენატანი შესაძლებლობის მიხედვით. დღეს შეიძლება 50 ლარს აგროვებდე, მომავალ წელს კი 100 ლარის გადადება შეძლო.
შეინახე თანხა ცალკე. როდესაც ბავშვისთვის განკუთვნილი ფული ყოველდღიური ბიუჯეტისგან განცალკევებულია, მისი სხვა საჭიროებებისთვის დახარჯვის ცდუნებაც ნაკლებია.
თიბისის საბავშვო ანაბარი – პატარა ნაბიჯები შვილის დიდი მომავლისთვის
თუ გინდა, შვილისთვის თანხა წლების განმავლობაში დააგროვო, ამისთვის ერთ-ერთი მოსახერხებელი გზა საბავშვო ანაბარია.
ფულის უბრალოდ გადადებასთან შედარებით, საბანკო ანაბარი დამატებით შესაძლებლობასაც გაძლევს – დაგროვილ თანხას მნიშვნელოვანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში შენი შენატანების გარდა, დანაზოგის გაზრდაში მიღებული სარგებელიც დაგეხმარება.
თიბისის საბავშვო ანაბრის გახსნა უფასოა, პირველადი შენატანი კი სავალდებულო არ არის. შეგიძლია, ანაბარი ნულოვანი ნაშთით გახსნა და თანხის დაგროვება მაშინ დაიწყო, როცა ამის შესაძლებლობა გექნება.
ანაბრის პირობები მშობლებს მოქნილობის საშუალებას აძლევს:
- ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო ან ფუნტი;
- ვადა: მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ კი ბავშვის სრულწლოვანებამდე – 18 წლამდე;
- პირველადი შენატანი: 0 ერთეული;
- ყოველთვიური შენატანი: სავალდებულო შენატანი არ მოითხოვება.
თანხის დამატება შეგიძლია მობაილბანკით, ინტერნეტბანკით, თიბისის ფილიალში ან სხვა ბანკიდან გადმორიცხვით.
ანაბრის ვადის გასვლისას, თუ ბავშვი უკვე სრულწლოვანია, თანხას თავად მიიღებს. თუ ანაბრის ვადა მის 18 წლის შესრულებამდე ამოიწურება, თანხის განაღდება მეანაბრეს შეუძლია.
ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – შესაძლებლობა, აირჩიოს საკუთარი გზა
დედებს გვინდა, შვილებს ყველაფერი საუკეთესო მივცეთ. ვზრუნავთ მათ განათლებაზე, ინტერესებზე და ყოველდღიურ საჭიროებებზე. მაგრამ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მომავალშიც დავხვდეთ მზად.
შეიძლება შენი შვილი გაიზარდოს და არქიტექტორობა მოინდომოს. შეიძლება საზღვარგარეთ სწავლაზე იოცნებოს, საკუთარი ბიზნესი დაიწყოს ან ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელზეც დღეს წარმოდგენაც არ გაქვს.
ვერავინ გეტყვის, როგორი იქნება მისი მომავალი, მაგრამ შეგიძლია, დღესვე იზრუნო იმაზე, რომ არჩევანის მეტი თავისუფლება ჰქონდეს.
დაიწყე იმ თანხით, რომლის გადადებაც დღეს შეგიძლია. რადგან შვილის მომავალზე ზრუნვა არასდროს არის ნაადრევი.
გაეცანი თიბისის საბავშვო ანაბრის პირობებს და გადადგი პირველი ნაბიჯი შვილის ფინანსური მომავლისთვის:

