თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველ ეტაპი 12 ივნისს 12 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ეხება შემდეგ კატეგორიებს:
1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4) დედმამიშვილები;
5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე kidsreg2020@gmail.com.
ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს 12 საათიდან. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge მშობლები შეძლებენ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იმ ბავშვების დარეგისტრირებას, რომლებსაც 2020 წლის 14 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 2 წელი.
ვრცლად ამ საკითხზე: http://kids.org.ge/ge/news/tbilisis-sabavshvo-baghebshi-2020-2021-saaghmzrdelo-tslistvis-registratsia-12-ivniss-daitsqeba