Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ახლად ფეხადგმულ  ან სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), წაიკითხეთ სტატია, რომ უკეთესად გაუმკლავდეთ მის სიმპტომებს.

მცირეწლოვანი ბავშვები აქტიურები არიან, დაფრინავენ ერთი საქმიანობიდან მეორეზე უწყვეტი ენერგიით… მაგრამ ზოგიერთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სუპერ-აქტიური.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, 2-დან 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 388,000 ბავშვს დაუსვეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზი, რომელიც ხასიათდება კონცენტრაციის სირთულით  და იმპულსურობით. როგორ შეგვიძლია განვასხვავოთ დარღვევა უბრალოდ სუპერაქტიურობისგან?

საუკეთესო გზაა, ამის გარჩევა მივანდოთ სპეციალისტს, თუმცა შეგვიძლია დავაკვირდეთ განმასხვავებელ ნიშნებსაც. მაგალითად, ტიპური განვითარების სუპერაქტიურ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ჩვეულებრივ, შეუძლიათ ფოკუსირება, როცა საჭიროა სათამაშოების გადადება, ფაზლის აწყობა ან წყნარად ჯდომა ამბის მოსასმენად. ADHD–ის მქონე ბავშვებს არ შეუძლიათ. ისინი ავლენენ ქცევას, რომელიც არღვევს დღიურ აქტივობებს და ურთიერთობებს  ერთზე მეტ გარემოში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. აქ რამდენიმე კონკრეტული სიმპტომია.

თქვენს შვილს შესაძლოა ჰქონდეს ყურადღების ნაკლებობა, თუ

  • უჭირს ერთ რამეზე ფოკუსირება;
  • საუბრობს ან ფიქრობს ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ უკავშირდება მიმდინარე თემას;
  • თავს არიდებს დავალებებს, რომელთა შესრულება არ სურს  ტყუილით ან გაბრაზებით;
  • როგორც ჩანს, არ უსმენს;
  • უჭირს სამუშაოს დროულად ორგანიზება, დაგეგმვა და დასრულება;
  • ხშირად კარგავს ნივთებს, როგორიცაა სათამაშოები, ფანქრები და სკოლის სამუშაოები;
  • უჭირს მისი ქცევის კონტროლი ახალ ან განსხვავებულ  სიტუაციებში.

თქვენს შვილს აღენიშნება ჰიპერაქტიურობის ნიშნები, თუ იგი:

  • მუდმივად მოძრაობს, როგორც დიდი სიჩქარით მოძრავი ძრავა;
  • არ შეუძლია ჯდომა, როცა ამას სთხოვენ – ეხება ყველაფერს, აკაკუნებს ფანქარს ან იქნევს ფეხებს;
  • საუბრობს გაუჩერებლად;
  • ხშირად წყვეტს საუბრებსა და თამაშებს;
  • საერთოდ არ შეუძლია მშვიდად თამაში;
  • ახასიათებს მოუთმენლობა და ჩაციება.

როგორს წესი, სკოლამდელ ასაკში არ სვამენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს, მაგრამ ადრეული ნიშნები შეგიძლიათ შეამჩნიოთ დაახლოებით 3 წლიდან.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5