კორონავირუსის გადადების პრევენციისთვის, სასკოლო არდადეგები გრძელდება, ასევე ვრცელდება რეკომენდაცია, რომ თავი მოარიდოთ საზოგადო თავშეყრის ადგილებს და ბავშვები დატოვოთ სახლში. მრავალი მშობლისთვის გამოწვევაა ბავშვების გართობა ამ იძულებითი არდადეგების დროს, რომ მათ შინ არ მოიწყინონ, განსაკუთრებით სახლიდან მუშაობის პირობებში. ქვემოთ მოყვანილი აქტივობები დაგეხმარებათ შექმნათ მხიარული და უსაფრთხო გარემო შვილებისთვის:
წაიკითხეთ წიგნები
მოაგროვეთ ქაღალდის წიგნები ბავშვებისათვის ან ჩამოტვირთეთ საბავშვო ელექტრონული წიგნები, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია კომპიუტერზე, ტაბლეტსა და ტელეფონზე. შეგიძლიათ ბავშვები მიიზიდოთ წიგნების სერიებით. ერთს რომ წაიკითხავენ, დიდი ალბათობით გაგრძელების სურვილსაც გამოთქვამენ.

ითამაშეთ სამაგიდო თამაში
გინდათ ბავშვმა არ მოიწყინოს? დაუთმეთ რამდენიმე საათი სამაგიდო თამაშებს. ნებისმიერი ასაკისათვის შეიძლება სამაგიდო თამაშის შერჩევა.
ითამაშეთ ვიდეოთამაშები
მიეცით ბავშვებს ვიდეოთამაშების თამაშის უფლება. თუ გაქვთ შესაბამისი სისტემები, ძალიან კარგი. თუარადა, შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაციები პლანშეტებისა თუ ტელეფონებისათვის.
ააწყვეთ ფაზლი
იქონიეთ ასაწყობი ფაზლი. შეგიძლიათ ითამაშოთ მცირე ხანს და შემდეგ განაგრძოთ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეარჩიეთ უფრო მარტივი (50 ნაწილამდე), უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – შედარებით რთული.
ითამაშეთ ბანქო
ბანქოს მრავალნაირად გამოყენება შეიძლება. მრავალფეროვანი თამაშების გარდა შეგიძლიათ უცნაური კონსტრუქციებიც ააწყოთ.
დაკავდით ხელსაქმით
ხელსაქმე ყველა ასაკის ბავშისათვის მისაღები აქტივობაა. თუ შესაბამისი ნაკრები გაქვთ, კარგია, თუ არა და, შეგიძლიათ სახლში მოიძიოთ ქაღალდის გრაგნილები, ძველი გაზეთები და ჟურნალები, ფანქრები, კალმები და სხვ. ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.
ითამაშეთ პლასტელინებით
მიეცით ბავშებს არეულობის უფლება და ათამაშეთ პლასტელინებით. მსგავსი თამაში ავითარებს შემოქმედებითობას. შეგიძლიათ პლასტელინი სახლშიც დაამზადოთ.
ააწყვეთ ლეგო
დაუთმეთ დრო ლეგოს კუბებით თამაშს. შეგიძლიათ ინტერნეტში სხვადასხვა სირთულის დავალებები მოიძიოთ.

გააფერადეთ
შეგიძლიათ მოიმარაგოთ გასაფერადებლები, ფანქრები და მთელი ოჯახით გაერთოთ. არსებობს სპეციალური გასაფერადებლები უფროსებისთისაც.
დარეგისტრირდით ონლაინ კინოთატრებზე
ინტერნეტში მრავალი საიტი არსებობს, სადაც ფილმების არჩევა და ყურება შეიძლება.
მოიწყვეთ კინომარათონი
დრო საკმარისი გაქვთ, ჰოდა, მოიმარაგეთ ბატიბუტი და მოიწყვეთ კინომარათონი. შეგიძლიათ გადაიმეოროთ „ჰარი პოტერის“, „ვარსკვლავური ომების“, „ბეჭდების მბრძანებლის“, „შრეკის“, „სათამაშოების ისტორიის“, „კარიბის ზღვის მეკობრეების“, დისნეის პრინცესების სერიები.
გადაიმეორეთ სასწავლო მასალა
თუ ღელავთ, არდადეგების დროს ბავშვი სასკოლო მასალას არ შემორჩეს, მიეცით დავალებები სასკოლო წიგნებიდან ან მოიძიეთ ონლაინ რესურსები, მაგალითად ხანის აკადემია გაძლევთ მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის და სხვა საგნების სავარჯიშოები და საგნები მეცადინეობის საშუალებას. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნის შემოწმება.
იურთიერთეთ მეგობრებთან
თუ მეგობრებს ვერ ნახულობთ, მოაწყვეთ საერთო ვიდეოზარები.
გამოაცხვეთ ბავშვებთან ერთად
ორცხობილების გამოცხობით ან ოჯახური სადილის მომზადებით ბავშვები სწავლობენ რაღაც ახალს, თქვენ იღებთ დახმარებას და თან, ეს სახალისოა.
მოაწყვეთ ცეკვის საღამო
ბავშვებთან ერთად შეადგინეთ საცეკვაო სიმღერების სია და გაერთეთ ცეკვით.
მოაწყვეთ მოდების ჩვენება
მიეცით ბავშვებს თქვენი გარდერობის და სამკაულების დაპყრობის ნება და მოაწყვეთ მოდების ჩვენება.
მოაწყვეთ პლუშის დათუნიების პიკნიკი
ჩაამწკრივეთ პლუშის სათამაშოები, წარმოიდგინეთ, რომ პიკნიკზე ხართ და მოიმარაგეთ „ჩაი“ და ორცხობილები.
ისწავლეთ ორიგამი
აიღეთ ქაღალდები და ბავშვებთან ერთად ისწავლეთ ქაღალდის დაკეცვის იაპონური ხელოვნება. თქვენ შეგიძლიათ მისი დამზადების ინსტრუქციები ნახოთ ინტერნეტში.
ისწავლეთ ახალი ენა
ბავშვებთან ერთად ისწავლეთ ახალი ენა. გადმოწერეთ ენის შემსწავლელი აპლიკაციები ამ ონლაინ სერვისები.
ითამაშეთ სახლში
ცუდი ამინდის შემთხვევაში, ითამაშეთ სახლში, მაგალითად დამალობანა, განძის ძიება, შარადები.
ითამაშეთ ეზოში
გაისეირნეთ ღია ცის ქვეშ, ითამაშეთ ეზოს თამაშები და ხალხთან დაიცავით მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია.

მოაწყვეთ ლაშქრობა სახლში
გაშალეთ კარავი სახლში, კარგი ამინდის შემთხვევაში – ეზოში და მიეცით ბავშვებს შიგნით თამაშის და ძილის საშუალება.