Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ფაგის პრეპარატების მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოში, ბიოქიმფარმმა, მომხმარებლებს სპეციალური აქცია შესთავაზა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ.

აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის, ფაგიო სპრეი®-ს შეძენისას საჩუქრად მიიღონ სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ხელის სანიტაიზერი. აღნიშნული სანიტაიზერი შემოწმებული და რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ. აქცია ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელის აფთიაქებში მათ შორის: GPC, ფარმადეპო, PSP, ავერსი, ნეოფარმი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის პარალელურად იგეგმება Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო ღონისძიებებიც და იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5