Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბოსტნეული ბავშვის კვების რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს, რადგან ის უჯრედისის, ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა და თან საკვებს უმატებს მრავალფეროვან ტექსტურასა და არომატს. თუმცა, დაძალებამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დანაშაულის შეგრძნება. არსებობს გზები ამ განცდების შესამცირებლად და მშობლებისა და აღმზრდელების გაძლიერებისთვის, რომლებიც პატარებს აჭმევენ.

რა რაოდენობის ბოსტნეული უნდა მიირთვან ბავშვებმა ყოველდღიურად?

აშშ-ის აგრიკულტურის დეპარტამენტის რეკომენდაციით, ბავშვებმა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით ყოველდღიურად უნდა მიიღონ ბოსტნეული, დაახლოებით ქვემოთ ჩამოთვლილი რაოდენობით:

2-3 წლის ასაკში 1-1.5 ფინჯანი ბოსტნეული;

4-8 წლის ასაკში 1.5-2.5 ფინჯანი ბოსტნეული;

9-13 წლის გოგონებში 2-4 ფინჯანი ბოსტნეული;

9-13 წლის ბიჭებში 2.5-4 ფინჯანი ბოსტნეული;

14-18 წლის გოგონებში 2.5-4 ფინჯანი ბოსტნეული;

14-18 წლის ბიჭებში 3-4 ფინჯანი ბოსტნეული.

რატომ არის ასეთი დიდი დიაპაზონი? რამდენი ბოსტნეული უნდა მიირთვან ბავშვებმა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენს ჭამენ ისინი საერთო ჯამში. უფროსი ასაკის აქტიურ ბავშვს უფრო მეტი საკვები სჭირდება, მათ შორის უფრო მეტი ბოსტნეული.

როდესაც ვსაუბრობთ ბოსტნეულის ულუფის ზომებზე და დღიურ რეკომენდაციებზე, გახსოვდეთ, რომ 1 ფინჯანი ბოსტნეული გულისხმობს ნედლ ან მზა ბოსტნეულს ან ბოსტნეულის წვენს, მაგალითად

1/2 ჭიქა უმი ან მზა ბოსტნეული;

1 ჭიქა უმი, ფოთლოვანი ბოსტნეული;

1/2 ჭიქა მოხარშული ან დაკონსერვებული ბარდა ან ლობიო.

როგორ წავახალისოთ ბავშვი, მიირთვას მეტი ბოსტნეული?

  • მიეცით ბოსტნეულის სიყვარულის მაგალითი;
  • დაუმატეთ  ბოსტნეული იმ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვს უყვარს. მაგალითად, სპაგეტის ან პიცას.
  • მიეცით ბავშვებს საშუალება, თავად მოიყვანონ ბოსტნეული ან წაიყვანეთ საყიდლებზე.
  • ჰკითხეთ ბავშვებს რჩევა კვირის მარაგის შედგენის დროს (მიეცით რამდენიმე ვარიანტი, რომელიც უნდა აირჩიონ;
  • შესთავაზეთ ბავშვებს უმი ბოსტნეული, როგორც წასახემსებელი;
  • არ გადატვირთოთ ერთდროულად ძალიან ბევრი ახალი არჩევანით. თითო ახალი ბოსტნეული შესთავაზეთ მცირე ულუფებით;
  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთმა პრეტენზიულმა მჭამელმა შეიძლება არ ჭამოს ბოსტნეული, სანამ მას 20-ჯერ ან მეტჯერ არ ნახავს. ამიტომ ხშირად გამოაჩინეთ სასარგებლო პროდუქტები საერთო სუფრაზე ან ბავშვის თეფშზე. ეს ეხმარება ბავშვებს, კომფორტულად იგრძნონ თავი და დაინტერესდნენ ახალი საკვებით.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5