Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

“ბაბლი” საბავშვო სამოსის და აქსესუარების ქართული სტარტაპია, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

“ბაბლის” კოლექციები აერთიანებს მაღალხარისხიანი ქსოვილით შესრულებულ სადღესასწაულო და ყოველდღიურ სამოსს 12 წლამდე ბავშვებისთვის და საყელოების კოლექციის ხაზს – Bubbly Hoop.

ბრენდის დამფუძნებლების თქმით, მათი მიზანია პრემიუმ ხარისხის სამოსის შეთავაზება იმ მშობლებისთვის, ვისთვისაც დეტალები და ხარისხი მათსავით მნიშვნელოვანია.

ბრენდის დამფუძნებელი თიკო ლომიძე გვიყვება “ბაბლის” შექმნის იდეაზე: “ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მეპოვა ისეთი საბავშვო სამოსი, რომელიც ჩემი და ჩემი შვილის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა: ხარისხიანი ქსოვილი, დახვეწილი დიზაინი და კომფორტული. “ბაბლის” შექმნის იდეაც მაშინ გაგვიჩნდა, როცა მივხვდით, რომ შეგვეძლო მსგავსი ქართული პროდუქტის შექმნა და სხვებისთვის გაზიარება. ჩვენი კოლექციები იქმნება მუდმივი დაკვირვების, გვირისტის შერჩევის და ისეთი ქსოვილის გატესტვის შემდეგ, რომელიც საბავშვო სამოსის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენს მომხმარებლებს გავუწიოთ სრულყოფილი სერვისი და, ამიტომ პერსონიფიცირებული თაგით დაწყებული, საბოლოო სასაჩუქრე შეფუთვით დამთავრებული, ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.”

გუნდის გეგმებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში “ბაბლი” გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას შემოგვთავაზებს და ონლაინ შოპინგს საკუთარ ვებ-გვერდზე გვპირდება, იქამდე კი დაათვალიერეთ “ბაბლის” კოლექციები ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.

ფეისბუქის ჰაიპერლინკი: https://www.facebook.com/BubblyApparel/

ინსტაგრამის ჰაიპერლინკი: https://www.instagram.com/bubbly_apparel/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5