Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როდესაც ბავშვები ძალიან პატარები არიან, გამუდმებით თქვენთან ყოფნას ითხოვენ, თქვენს სხეულთან შეხება სჭირდებათ. თქვენთან მჭიდროდ მიკვრა ხელს უწყობს მათ დამშვიდებას, როცა ძალიან აღელვებულები არიან და უფრო დიდი ხნის ძილსაც. თქვენ კი ამ დროს სხვა საქმეებიც გაქვთ და კენგურუ ან სლინგი გაგიადვილებთ ცხოვრებას. ისინი გამოსადეგია ლაშქრობების და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროსაც, როცა ეტლის ტარების საშუალება არ არის.

არსებობს რამდენიმე სახეობის კენგურუ:

კენგურუ: გამოდგება თქვენი პატარასთვის ზურგჩანთად ან წინა ჩანთად. უმრავლესობას აქვს სახით მშობლისკენ ან ზურგით მშობლისკენ პოზიცია. ბევრი მათგანის გამოყენება არ შეიძლება 6 თვემდე, სანამ ბავშვი  კისრის კუნთების კონტროლს არ შეძლებს. წონის თანაბრად განაწილების გამო უფრო დიდ ბავშვებთანაა მოხერხებული. ასევე, მისი მორგება უფრო იოლია, ვიდრე სლინგების.

სლინგი შარფი: შარფის მსგავსი გრძელი ნაჭერი, რომლითაც იკრავთ ბავშვს სხეულზე. განსაკუთრებით მოხერხებულია ჩვილებისთვის, რომლებსაც სულ დედის ხელებში ყოფნა უყვართ და თან თავს ვერ იმაგრებენ. თუმცა, სლინგის შეკვრას ვარჯიში სჭირდება და ზოგიერთ დედას უჭირს მორგება.

რგოლიანი სლინგი: ერთ დიდი ნაჭრისგან და ორი რგოლისგან შედგება და უფრო მეტ ჰაერს ატარებს, ვიდრე დანარჩენი სლინგები და მათი მორგება შესაძლებელია სხვადასხვა პოზიციაზე. გამოსაყენებლად უფრო ადვლია, ვიდრე სლინგი შარფი, მაგრამ უფრო რთული, ვიდრე კენგურუ. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ  მათი უმრავლესობა ხელით უნდა გაირეცხოს.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/baby-shower/article/choosing-a-baby-carrier

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5