Skip to content Skip to sidebar Skip to footer

COVID-19-ის  რესპირატორული დაავადების შესახებ, რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსით, ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იციან. სიმპტომები ხშირად ჰგავს სხვა დაავადებების, მათ შორის სეზონური გრიპების ნიშნებს. ამის გამო, იმ ფაქტთან ერთად, რომ პანდემიის დასაწყისში ტესტირება ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გადატანილი ჰქონდეს ისე, რომ არ იცოდეს ამის შესახებ.

COVID-19-ის  ანტისხეულების ტესტი სისხლის ნიმუშის საშუალებით ამოწმებს ანტისხეულებს ან ცილებს, რომლებსაც თქვენი იმუნური სისტემა დაინფიცირების შემდეგ გამოიმუშავებს.  ის ვერ გეტყვით, გაქვთ თუ არა ამჟამად COVID-19, უბრალოდ გიჩვენებთ, გქონდათ თუ არა წარსულში. გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ ანტისხეულების ტესტი დადებითია, მაინც უნდა მიიღოთ ზომები ვირუსისგან თავის დასაცავად. რადგან მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რამდენი ხანი გექნებათ იმუნიტეტი.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანტისხეულების ტესტის ჩატარების შესახებ, თუ რაიმე ეტაპზე გქონდათ COVID-19-ის სიმპტომები ან გაქვთ ხანგრძლივად სიმპტომები, რომლებიც არ ქრება. ეს შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ხველას, სუნთქვის გაძნელებას, თავის ტკივილს და სახსრების ტკივილს.

დააკვირდით შემდეგ სიმპტომებს:

გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა

ვერ გრძნობთ თქვენი საყვარელი სუნამოს ან ნამცხვრის სუნს ცხობისას?  COVID-19-ით დაავადებული ადამიანების თითქმის ნახევარი კარგავს სუნის ან გემოს შეგრძნებებს. ზოგჯერ დაბრუნებას დრო სჭირდება. ჰკითხეთ ექიმს ანტისხეულების ტესტის შესახებ, თუ გაქვთ ეს სიმპტომები.

ტკივილი მკერდის არეში

შეიძლება დაგჭირდეთ ანტისხეულების ტესტის ჩატარება, თუ გქონდათ ტკივილი გულ-მკერდის არეში COVID-19-ის სხვა ნიშნებთან ერთად ან თუ ისევ გაქვთ. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ადამიანს დიაგნოზიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ ჰქონდა ეს სიმპტომი.

უკიდურესი დაღლილობა/გამოფიტულობა

ესაუბრეთ თქვენს ექიმს ანტისხეულების გამოკვლევაზე, თუ გრძნობთ უკიდურეს დაღლილობა კორონავირუსის სხვა სიმპტომებთან ერთად ან დიდი ხნის განმავლობაში.

მუდმივი ხველა

ეს არის COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც შეიძლება დიდხანს დარჩეს თქვენთან. დაურეკეთ ექიმს, თუ 2 თვეზე მეტხანს ახველებ(დი)თ (ბავშვებისთვის  1 თვე).

სუნთქვის უკმარისობა

დისპნოე COVID-19-ის კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია. ესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ  სხვა სიმპტომებთან ერთად, სუნთქვის პრობლემები გქონდათ.

თავის ტკივილი

ეს ვირუსის კიდევ ერთი გრძელვადიანი სიმპტომია.

გრიპის მსგავსი სიმპტომები

COVID-19 და გრიპი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე მოულოდნელად იწყება, თან სდევს ხველა, დაღლილობის შეგრძნება, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე ღებინება და ფაღარათი. ანტისხეულების ტესტის საშუალებით გაიგებთ, გრიპი გადაიტანეთ თუ COVID-19.

COVID-19 სიმპტომები   2020 წლის დასაწყისში

გქონდათ COVID-19 სიმპტომები 2020 წლის დასაწყისში? ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ მაშინ დაიწყო ვირუსის გავრცელება მთელს მსოფლიოში. აგრეთვე გაითვალისწინეთ, მოგზაურობდით თუ არა ამ დროს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი გავრცელდა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ COVID-19 გქონდათ, ანტისხეულები შეიძლება  უკვე გამქრალიც იყოს.

თუ იყავით COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანის კონტაქტი

COVID-19 ძირითადად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, როდესაც ვირუსის მქონე ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. მისი მიღება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომები არ აქვს. იგი ჩვეულებრივ გადადის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში არიან (დაახლოებით 2 მეტრი) 15 წუთის ან მეტი დროის განმავლობაში. ესაუბრეთ თქვენს ექიმს ანტისხეულების გამოკვლევაზე ასეთ შემთხვევაში.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5