ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის წიგნი “ცხოვრება ალერგიასთან ერთად” გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა. ავტორის თქმით, “ეს წიგნი ეცდება, ალერგიასთან ურთიერთობა საგრძნობლად გაგვიმარტივოს და ერთგვარი გზამკვლევი გახდეს იმ ოდისეაში, რომელსაც მასთან ერთად ცხოვრება ჰქვია.”
ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით, ბიძინა კულუმბეგოვი გვიზიარებს მის მრავალწლიან გამოცდილებასა და პრაქტიკულ რჩევებს სხვადასხვა ალერგიასთან გასამკლავებლად. წიგნი დამხმარე სახელმძღვანელო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ალერგიასთან ერთად უწევს ცხოვრება და მათი ახლობლებისთვის.