4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი სრულად დისტანციური ფორმატით გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზეზად დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების საჭიროებას და სკოლებში საარჩევნო უბნების არსებობას ასახელებს.
დისტანციური სწავლება შენარჩუნდება აჭარაშიც.