Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველამ იცის, რომ ძაღლები საყვარელი შინაური ცხოველები არიან. თუმცა, შეუძლიათ მათ რეალურად დაეხმარონ მცირეწლოვან ბავშვებს განვითარებაში? ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Pediatric Research“-ში ამბობს, რომ დიახ.

კვლევა ძირითად აქცენტს აკეთებდა იმ ბავშვების გაზრდილ ფიზიკურ აქტივობაზე, რომლებსაც ჰყავდათ ძაღლები,  იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰყავდათ შინაური ცხოველები. გამოვლინდა  ძაღლის ყოლის უამრავი სარგებელი.

რა უპირატესობები აქვს ძაღლის ყოლას მცირეწლოვანი ბავშვისთვის?

ქვემოთ მოცემულია ძაღლის ყოლის მხოლოდ რამდენიმე სარგებელი, რომლებიც გამოკვეთა აღნიშნულმა კვლევამ:

გაზრდილი პასუხისმგებლობა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ჯიშს აირჩევთ, ძაღლებს უამრავი რამ სჭირდებათ ყოველდღიურად, მაგალითად საჭმელი და წყალი, თამაში და გასეირნება.  ამ ყველაფრის შესრულება მცირეწლოვან ბავშვებს დამოუკიდებლად ან  მოზრდილის  მეთვალყურეობის ქვეშ შეუძლიათ. ბევრი ოჯახი ირჩევს შინაური ცხოველების მოვლას მათი შვილის ყოველდღიური რუტინის ნაწილად.

ინდივიდუალურობისა და დამოუკიდებლობის განცდა.  როდესაც ბავშვი იზრდება ძაღლთან, ის  აუცილებლად გამოიმუშავებს ოჯახის  სხვა წევრებისგან განსხვავებულ  კავშირს საყვარელ ცხოველთან, რომელიც დაეხმარება ამ შეგრძნებების ჩამოყალიბებაში.

უპირობო სიყვარული და ერთგულება. თქვენი შვილები იოლად შენიშნავენ ძაღლის ამ თვისებას და თავიანთ ცხოვრებაშიც გადმოიტანენ.

მაღალი თვითშეფასება. არ არსებობს უარყოფის შიში, როცა საქმე ძაღლს ეხება. ბავშვები  ამ ასაკში პირველად აწყდებიან  ურთიერთობების პრობლემებს და მათ თვითშეფასებაზე დადებითად იმოქმედებს მეგობარი, რომელსაც ყოველთვის უხარია მათი დანახვა.

მეტი თანაგრძნობა. შინაურ ცხოველებთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერება მოდის, მაგრამ ასევე მწუხარება და ზოგჯერ დაკარგვაც კი. მათთან ურთიერთობა მათი შედარებით მოკლე სიცოცხლის მანძილზე შეიძლება საოცარი ვარჯიში იყოს თანაგრძნობაში  და მწუხარებასთან გამკლავებაში.

მეტი ფიზიკური დატვირთვა. კვლევის თანახმად, იმ ოჯახების შვილები მეტად  არიან ფიზიკურად დატვირთულები, რომლებსაც ჰყავთ ძაღლი.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5