Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამიცისესაუბრება ექიმირეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველია.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ლაზერული ეპილაცია ხელს უშლის პირველი მენსტრუალური ციკლის დაწყებას. რას გვეუბნება ამ მხრივ კვლევებზე და სამედიცინო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გამოცდილება?

საზოგადოებაში ფართოდ არის დამკვიდრებული მითი, რომ უნდა დაველოდოთ მენარქეს – პირველ მენსტრუალურ ციკლს და მხოლოდ ამის შემდეგ არის უსაფრთხო ლაზერული ეპილაცია, თითქოს მანამდე ჩატარებული ლაზერული ეპილაციები მენსტრუალური ციკლის დარღვევას გამოიწვევს, რაც მითია და არანაირი მეცნიერული ან კვლევებზე დაფუძნებული საბაბი არ გააჩნია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, ისიც რომ ლაზერის სხივებს კანში შეღწევის მინიმალური სიღრმე გააჩნია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ზედაპირულია.

მოზარდებში პერიოდულად თმის ზრდის შეფასება – პედიატრების და ბავშვთა რეპროდუქტოლოგების მნიშვნელოვანი ამოცანა მოზარდის ზრდის შეფასებასთან ერთად, დინამიკაში მისი სქესობრივი სისტემის/განვითარების მონიტორინგია,  როგორც ჩემს წინა სტატიაში ვახსენე ეთნოსის მიხედვით თმის ზრდის შეფასება მეორადი სექსუალური ნიშნებზე დაკვირვების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგ: თმის ზრდა იღლიებსა თუ ბოქვენის მიდამოში, რაც მენსტრუალური ციკლის დაწყებას უძღვის წინ და ACOG – ის მიხედვით 15 წლამდე ველოდებით მას და მასთან ერთად ეტაპობრივად სხვადასხვა მეორეული სქესობრივი ნიშნების ჩამოყალიბებას (თმიანობა ბოქვენზე, იღლიებში, მკერდის ზრდა ა.შ). ამ პროცესებზე დაკვირვება როგორც ნორმალური განვითარების, ასევე  სხვადასხვა დაავადების ან მისი საწყისი ეტაპის გამოვლენაში (ჰიპერანდროგენიზმი, ნაადრევი პუბერტატი, PCOS, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია ა.შ), მაგ: აკნე, თმიანობა ანდროგენულ მიდამოებში ა.შ. ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით სასურველია ეპილაცია 14-15 წლიდან დავიწყოთ, როდესაც დიდი ალბათობით მენსტრუაცია უკვე გვაქვს და მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია (რეგულარულია), რათა დაავადების დიაგნოსტიკისთვის გვქონდეს სხვადასხვა ზონებში თმიანობის შეფასების საშუალება. რაც მთავარია, მეორადი სექსუალური ნიშნების ჩამოყალიბების ასევე განვითარების ობსერვაციის შესაძლებლობა,  რომელთა შორის ერთ-ერთი კომპონენტი კონკრეტულ ზონებში თმის ზრდაა.

ლაზერული ეპილაცია მოზარდებისთვის სრულიად უსაფრთხოა, როდესაც თერაპიულ კურსს პროფესიონალი ატარებს, რომელსაც შეუძლია კარგად განსაზღვროს კანის (კანის ფოტოტიპები – l, ll, lll, lV) თუ თმის ტიპი, ასევე თმის ადგილმდებარეობა, პროცედურების სწორი რაოდენობა და კონკრეტული ლაზერის აპარატის როგორც მისი  მონაცემების ინდივიდუალურად შერჩევა.

16 წლამდე (საშუალო ასაკი 12.3) ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სწორად ჩატარებული ლაზერული ეპილაცია სრულიად უსაფრთხოა (Pubmed: Hair removal with the long-pulse alexandrite and long-pulse Nd:YAG lasers is safe and well tolerated in children).

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5