Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პარტნიორის კონტენტი

რა არის „შენია“?

„შენია“  ვებ პლატფორმის www.shenia.com -ის საშუალებით  დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ახლო ნათესავებს აძლევს შესაძლებლობას შეუქმნას ბავშვს თავისი პერსონალური ზღაპარი.

რას ნიშავს პერსონალური ზღაპარი?

ზღაპარში შენი ბავშვი ხდება მთავარი გმირი, ეს ნიშნავს რომ „შენიას“ დახმარებით ყველა ბავშვს შეიძლება ჰქონდეს თავის სახელზე დაწერილი პერსონალური ზღაპარი, მაგალითად როგორც ეს პეპი გრძელწინდას აქვს ან თუნდაც ყველაზე ცელქ ბიჭს – ემილის. ბავშვები ალისასავით საოცარ თავგადასავლებში გაეშურებიან და დიდხანს  იმოგზაურებენ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც სიყვარული, თანადგომა, ზრუნვა, მხარდაჭერა და მეგობრობა მათი მეგზურები არიან. “შენიას” ზღაპრებში პატარები ძალიან ბევრ ჯადოსნურ სიტყვას ისწავლიან, ხოლო ისინი ვინც საკუთარ თავში და შესაძლებლობებში არ არიან დარწმუნებულები, ამ რწმენას განიმტკიცებენ.

ვებ გვერდზე მთავარი გმირი გარეგნულად და სქესის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო. წიგნის პირველ გვერდზე მიძღვნასაც დაუწერ და შენს შექსპირისეულ ნიჭს აქ გამოავლენ. და თუ თვლი, რომ წერა შენი ყველაზე ძლიერი მხარე არ არის  (თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გულიდან ამოსულ სიტყვას შენზე უკეთ შენს პატარას ვერავინ დაუწერს) ნუ აღელდები, რადგან ჩვენ ამაზე ვიზრუნეთ და დაგახვედრებთ თბილ და სასარგებლო მიძღვნის ტექსტს.  ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პერსონალური ცვლადების, რაც დაგხვდება „შენიას“ ჯადოსნურ წიგნებში.

რა უპირატესობა აქვს პერსონალურ წიგნს?

დედამ იცის,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის წიგნის კითხვა და ამიტომ ამაზე ბევრს არ შეგაწყენთ.  თუმცა გეტყვი,  რომ, „შენიას“ წიგნები დაგეხმარება პატარას წიგნის კითხვა შეაყვარო, რადგან დადასტურებულია, რომ ბავშვებში კითხვის მოტივაცია იზრდება, როცა ისინი საკუთარ სახელს მთვარი  გმირის როლში ამოიკითხავენ.

ყველა მშობელს უნდა, რომ ბედნიერი, განვითარებული  და დამოუკიდებელი შვილი აღზარდოს, თუმცა დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ამის მიღწევა არ არის იოლი.   „შენიას“ ყველა ზღაპარი მთავარ ადამიანურ ფასეულობებზეა დაფუძნებული, რაც დაგეხმარება მარტივად მიიტანო პატარამდე ის ღირებულებები, რომელზეც უნდა დაშენდეს მისი მომავალი.  ბავშვთან ერთად წიგნის კითხვის დროს გატარებული თუნდაც 15-20 წუთი საუკეთესო მთხრობელად გაქცევს და დაგაფიქრებს აღზრდასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხზე.

რა ასაკზეა გათვლილი „შენიას“ წიგნები?

„შენიას“ წიგნები 10 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. ყველა წიგნს აქვს მითითებული სასურველი ასაკი. უკვე 6 ზღაპარი გვაქვს, მათგან ერთ-ერთი – დაბადების დღის წიგნი ახლახან დავამატეთ  და მცირე ხნით 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია ისარგებლო. ამ წიგნის გარეკანზე ბავშვის სახელი და მისი ასაკი იწერება.  ზღაპრის შიდა ფურცლებზე პატარას ოთხფეხა ცხოველებსაც შეგიძლია სახელები დაარქვა. წიგნები, რომელსაც საუკეთესო ქართველი საბავშვო ლიტერატურის მწერლები წერენ, გადათრგმნილია და მათი შეძენა ინგლისურ და თურქულ ენებზეც არის შესაძლებელი.

სამომავლო გეგმები?

მალე „შენიას“ წიგნები თურქეთის ბაზარზეც ხელმისაწვდომი გახდება. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. დიდი სურვილი გვაქვს წლის ბოლოს ჩვენი ჯადოსნური წიგნებით დავამშვენოთ ამაზონის წიგნების თაროები. მალე ახალი წიგნი – „მოკლეფეხება ტყუილზე“ დაგვემატება ჩვენი პატარა მეგობრებისთვის. წლის ბოლოს კიდევ რამოდენიმე სიურპრიზს ვუმზადებთ ჩვენს გულშემატკივრებს, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ.

როგორ შევიძინოთ „შენიას“ პერსონალური წიგნი?

თუ ჩვენი ზღაპრის შეძენის სურვილი გაგიჩნდა, ჩათვალე, რომ ეს წიგნი უკვე შენია! ამისთვის გვესტუმრე მისამართზე: www.shenia.com აირჩიე ზღაპარი, შემდეგ ღილაკს წარწერით „შექმენი წიგნი“ დააჭირე და ნაბიჯ-ნაბიჯ გაყევი ვებგვერდის სულ რამოდენიმე მარტივ საფეხურს, რომელიც ზღაპრამდე მიგიყვანს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5