დიახ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ არამხოლოდ თქვენი მუცელი იზრდება ორსულობის დროს. ფეხის ზომის გაზრდა ერთი მხრივ წონაში მატების და შეშუპების ბრალია (ედემა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის შეკავებით).
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფეხები იზრდება ორსულობის დროს. ჰორმონი რელაქსინი ადუნებს სახსრებს თქვენი მენჯის არეში, რათა ბავშვმა გაიაროს სამშობიარო არხში, ასევე ასუსტებს მყესებს, რაც იწვევს ტერფის ძვლების გაწევას. ძვლები არ იზრდება, მაგრამ მყესები, რომლებსაც უჭირავთ ეს 26 ძვალი, აღარ არის ძველებურად მჭიდროდ შეკრული.
თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ მეორე სემესტრში შეამჩნიოთ, რომ ფეხსაცმელი გიჭერთ და ეს ფეხის ზომის ზრდა შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ფეხის შეშუპება ჩვეულებრივ ქრება მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ, დაახლოებით დედების ნახევარი ატარებს ნახევარი ან მთელი ზომით უფრო დიდ ფეხსაცმელს, ვიდრე დაორსულებამდე.
მჭიდრო ფეხსაცმლის ჩაცმამ შეიძლება გაამწვავოს ბუნიონი – ტერფის ცერა თითის დეფორმაცია ან გამოიწვიოს ფრჩხილის ჩაბრუნება და სხვა პრობლემები. ამიტომ, აუცილებლად შეიძინეთ ახალი, თქვენთვის მორგებული ფეხსაცმელი, თუ შეატყობთ, რომ ფეხსაცმელი გიჭერთ.
წყარო: www.babycenter.com